ყველაზე გავრცელებული 100 ზმნა

1. sein ყოფნა 2. haben ქონა, ყოლა 3. werden გახდომა 4. können შეძლება 5. müssen აუცილებლობა (ვალდებულია) 6. sagen თქმა 7. machen კეთება 8. geben მიცემა 9. kommen მოსვლა 10. sollen აუცილებლობა (უმჯობესია) 11. wollen სურვილი 12. gehen წასვლა 13. wissen ცოდნა 14. sehen ხედვა 15. lassen ნების დართვა 16. stehen დგომა 17. finden პოვნა 18. bleiben დარჩენა 19. liegen წოლა, დება (წევს, დევს) 20. heißen რქმევა (ჰქვია) 21. denken ფიქრი 22. nehmen აღება 23. tun გაკეთება 24. dürfen შეძლება (ნება აქვს) 25. glauben რწმენა 26. halten შეჩერება 27. nennen დასახელება, დაძახება (სახელის) 28. mögen მოწონება 29. zeigen ჩვენება 30. führen გაძღოლა 31. sprechen ლაპარაკი 32. bringen მოტანა, მოყვანა 33. leben ცხოვრება 34. fahren ტარება 35. meinen ფიქრი, აზრის ქონა 36. fragen შეკითხვა 37. kennen ცოდნა, ცნობა 38. gelten მოქმედებაში, ძალაში … Read more

STUDIEREN თუ LERNEN? მოდი გავიგოთ

ქართულად „სწავლობსო“ როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ადამიანი სწავლობს, კითხულობს, იმახსოვრებს და ფიქრობს ამა თუ იმ საგანზე. გერმანულ ენაში ასეთი მოქმედების გამოსახატავად იყენებენ ზმნას „lernen“. Wir lernen Deutsch. — ჩვენ ვსწავლობთ გერმანულს. (ე.ი. როგორც ზოგად საგანს: აღებული გვაქვს კურსი ან ჩვენით დამოუკიდებლად ვსწავლობთ მას) Ich lerne für die Prüfung. — გამოცდისთვის ვსწავლობ. მეორე მხრივ, გერმანულ ზმნას … Read more

WISSEN – გერმანული ზმნა, უღლება და ნიმუშები

wissen

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, როგორ იუღლება არაწესირი (ძლიერი) გერმანული ზმნა wissen (ცოდნა). მიუხედავად იმისა, რომ ეს ზმნა მოდალური არ არის, wissen-ის უღლება მოდალური ზმნების უღლების ნიმუშს მიყვება. მოდალური ზმნების მსგავსად და ჩვეულებრივი გერმანული ზმნებისგან განსხვავებით, wissen-ს მხოლობითი რიცხვის პირველ პირსა (ich) და მესამე პირში (er, sie, es) ერთი და იგივე ფორმები აქვს. გერმანულ ენაში, ისევე როგორც ესპანურში, იტალიურში … Read more

FINDEN – გერმანული ზმნა, უღლება და ნიმუშები

finden

გერმანული ზმნა finden ნიშნავს “პოვნას” ან “მიჩნევას, ფიქრს”, მაგრამ იმისთვის, რომ ვინმეს აუხსნათ, თუ რა იპოვეთ ან რას ფიქრობთ, მოგიწევთ მისი უღლების სწავლა. საბედნიეროდ, ქართული ენისგან განსხვავებით გერმანულ ენაში ზმნები გრამატიკულ წესებს უფრო მეტად ემორჩილება და უღლების ფორმების დამახსოვრებაც არაა იმდენად რთული. გერმანულ ენაში ზმნის უღლება Finden: იუღლება ყველა დროში ქვემოთ მოცემულია ცხრილები, რომლებშიც finden (პოვნა, ფიქრი) ნაუღლებია ყველა … Read more

ზმნები Dativ-ით გერმანულ ენაში – სია და განმარტება

Verben mit Dativ - ზმნები დატივით

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ზმნები, რომლებიც პირდაპირ დამატებას Dativ-ში მოითხოვს და არა Akkusativ-ში (როგორც ეს წესით და რიგით სტანდარტულად უნდა იყოს). უფრო ვრცელ განმარტებას ქვემოთ შემოგთავაზებთ. “დატივური ზმნები” — ასეთი კლასიფიკაცია ძალიან ფართოა, რადგანაც ნებისმიერ გარდამავალ ზმნას შესაძლოა გააჩნდეს დატივში მდგარი ირიბი ობიექტი. Dativ-ით მართული ზმნა განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი არის ზმნა, რომელიც დამატებას იღებს დატივში … Read more

50 ყველაზე გავრცელებული გერმანული ზმნა – ანბანური სია

50 germanuli zmna magalitebi

Deutsche Verben – გერმანული ზმნები წინადადებების ნიმუშებთან და უღლების ფორმებთან ერთად აწმყო დროში. ეს არის გერმანულ ენაში ყველაზე ხშირად გამოყენებული 50 ზმნის ანბანურად დალაგებული სია. წინადადებების მაგალითები ახლანდელ დროში თითოეული ზმნის გამოყენებას გიჩვენებთ. ზმნები, რომლებიც ფუძეს იცვლიან წარმოდგენილი არის მეორე პირის du და მესამე პირის er ფორმებით. ამ ცხრილში ძლიერი უღლების მხოლოდ ზოგიერთი ზმნა შევიდა (არ შესულა მოცილებადთავსართიანი ან … Read more

აკუზატივი – განმარტება, მაგალითები და ტესტი

აკუზატივი = ქართულად ბრალდებითი ბრუნვა (არ გვაქვს ქართულ ენაში) აკუზატივს დაესმის კითხვა – Wen/Was? გერმანულ ენაში აკუზატივს ვიყენებთ გარკვეული ზმნების და წინდებულების შემდეგ. აკუზატივში მდგარი ობიექტი ასევე ცნობილია პირდაპირი დამატების სახელით – ეს არის საგანი ან პიროვნება, რომელსაც მოქმედება პირდაპირ ეხება. მაგალითად, მე ვაძლევ ბავშვს ბურთს – ამ წინადადებაში პირდაპირი ობიექტია ბურთი (იგი განიცდის პირდაპირ … Read more

გერმანული ზმნა – BLEIBEN – უღლება და მაგალითები

bleiben germanuli kartuli gramatika

Bleiben გერმანული ზმნაა და ქართულად მისი მნიშვნელობაა “დარჩენა” . იგი არაწესიერი (ძლიერი) ზმნაა, რაც ნიშნავს, რომ მისი უღლება მარტივ წესს არ ემორჩილება. მოგიწევთ დაიზეპიროთ, თუ როგორ იცვლება იგი თითოეულ დროში. იგი დატივური ზმნაა, ანუ პირდაპირ დამატებას დატივის ბრუნვაში მოითხოვს და არა აკუზატივში, როგორც სხვა ზმნები. მნიშვნელოვანი ნაწილები: bleiben • blieb • ist geblieben ბრძანებითი კილო: (du) … Read more

გერმანული ზმნა – SEHEN – უღლება და მაგალითები

sehen deutsch grammatik

Sehen ნიშნავს “ხედვას”. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზმნაა და გერმანულ ტექსტებში ხშირად გვხვდება. სიხშირის მიხედვით მიახლოებით 270-ე ადგილზეა, როგორც ეს ავტომატიზირებულმა კვლევამ აჩვენა. იგი ჩვენ მიერ შედგენილი, 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ზმნის სიაშიც მოხვდა. Sehen არაწესიერი, ანუ ძლიერი ზმნაა. ეს ნიშნავს, რომ იგი უღლების მკაცრ წესს არ ემორჩილება. იმისთვის, რომ sehen სწორად აუღლოთ, მოგიწევთ მისი განსხვავებული ფორმების … Read more

20 ყველაზე ხშირად გამოყენებული გერმანული ზმნა – უღლება და მაგალითები

გერმანული ზმნა

ქვემოთ სიაში წარმოდგენილია ყველაზე ხშირად გამოყენებული 20 გერმანული ზმნა. გადახედეთ სიას და მაგალითებს და ეცადეთ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები. ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნები გამოყენების სიხშირის მიხედვით დალაგებული სია პირველი 10 გერმანული ზმნა ინფინიტივი უღლების ფორმები მაგალითები 1 sein ყოფნა ich bin მე ვარ du bist შენ ხარ er war ის იყო er ist gewesen ის იყო/არის ნამყოფი es wäre ის იქნებოდა … Read more