აკუზატივი = ქართულად ბრალდებითი ბრუნვა (არ გვაქვს ქართულ ენაში)
აკუზატივს დაესმის კითხვა – Wen/Was?
გერმანულ ენაში აკუზატივს ვიყენებთ გარკვეული ზმნების და წინდებულების შემდეგ. აკუზატივში მდგარი ობიექტი ასევე ცნობილია პირდაპირი დამატების სახელით – ეს არის საგანი ან პიროვნება, რომელსაც მოქმედება პირდაპირ ეხება. მაგალითად, მე ვაძლევ ბავშვს ბურთს – ამ წინადადებაში პირდაპირი ობიექტია ბურთი (იგი განიცდის პირდაპირ მოქმედებას), ხოლო ბავშვი არის ირიბი ობიექტი (იგი მიმღებია, ანუ მოქმედება ირიბად ეხება)

| დააკვირდით მაგალითებს. ამ მაგალითებში არსებითი სახელები, რომლებიც აკუზატივშია წინადადების პირდაპირ ობიექტებს წარმოადგენს (ანუ მათ პირდაპირ ეხება მოქმედება). | |
| Der Junge hat eine Freundin. – ბიჭს ჰყავს მეგობარი გოგონა. Er spielt Gitarre. – ის უკრავს გიტარაზე. Er hat ein Liebeslied komponiert. – მან დაწერა სასიყვარულო სიმღერა. Er singt das Lied. – ის მღერის სიმღერას. |
![]() |
Der Junge hat eine Freundin. Er spielt sehr gut Gitarre und hat ein Liebeslied für die Freundin komponiert. Er singt der Freundin das Lied vor. |
| გარკვეული წინდებულები ასევე მოითხოვს აკუზატივს. ესენია: durch, für, gegen, ohne, um… | |
| Er hat ein Liebeslied für die Freundin komponiert. – მან სასიყვარულო სიმღერა დაწერა მეგობარი გოგონასთვის. |
| აკუზატივი გამოხატავს პირდაპირ ობიექტს მაშინ, როცა წინადადებაში ერთზე მეტი ობიექტია. | |
| Er singt der Freundin das Lied vor. – იგი მეგობარ გოგონას უმღერის სიმღერას |
[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]
აკუზატივის წარმოება
| განსაზღვრული არტიკლი | განუსაზღვრელი არტიკლი | |
|---|---|---|
| მამრ. | den Vater | einen Vater |
| მდედრ. | die Mutter | eine Mutter |
| საშ. | das Kind | ein Kind |
| მრ. რიცხვი | die Eltern | Eltern |
მიაქციეთ ყურადღება:
- აკუზატივში ყველა ფორმა ნომინატივს ემთხვევა (მამრობითი სქესის ფორმების გარდა).
- მამრობითი სქესის ზოგიერთი სახელი ბოლოვდება n-ზე ან en-ზე გენიტივში, დატივსა და აკუზატივში.
| N-ტიპის ბრუნება მამრობითი სქესის არსებით სახელებს ახასიათებს და ასეთ დაბოლოებას იღებს: | |
|
[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]
[WpProQuiz 2]
[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]
ლიდერბორდში მოსახვედრად გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და შექმენით საკუთარი პროფილი. რეგისტრაციის გავლა ასევე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა სხვა მასალებზე, გაწევრიანდეთ ჯგუფებში და აიღოთ კურსები.
[kleo_login show=”login|lostpass” login_title=”საიტზე შესვლა” lostpass_title=”დაგავიწყდა პაროლი?” login_link=”#|url” lostpass_link=”#|url” register_url=”hide|url”]
[WpProQuiz_toplist 2]
