ქვემოთ სიაში წარმოდგენილია ყველაზე ხშირად გამოყენებული 20 გერმანული ზმნა. გადახედეთ სიას და მაგალითებს და ეცადეთ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები.
| ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნები გამოყენების სიხშირის მიხედვით დალაგებული სია პირველი 10 გერმანული ზმნა |
||
| ინფინიტივი | უღლების ფორმები | მაგალითები |
| 1 sein ყოფნა |
ich bin მე ვარ du bist შენ ხარ er war ის იყო er ist gewesen ის იყო/არის ნამყოფი es wäre ის იქნებოდა |
ბრძანებითი კილო: Sei still! ჩუმად იყავი! Seien Sie bitte so freundlich! ასეთი კეთილი თუ იქნებით! სხვა: Ich bin’s. ეს მე ვარ. Wie wär’s mit einem Bier? რას იტყვი ლუდზე? |
| 2 haben ქონა/ყოლა |
ich habe მე მაქვს du hast შენ გაქვს er hat მას აქვს Sie haben gehabt თქვენ გქონდათ/გაქვთ ნაქონი wir hätten ჩვენ გვექნებოდა |
ბრძანებითი კილო: Hab dich nicht so! ასე ნუ იქცევი! სხვა: Er hat keine Zeit. მას დრო არ აქვს. Wenn ich nur das Geld hätte. ფული რომ მქონოდა. |
| 3 werden გახდომა ასევე გამოიყენება მომავალი დროის და ვნებითი გვარის საწარმოებლად როგორც დამხმარე ზმნა. |
ich werde მე ვხდები du wirst შენ ხდები er ist geworden ის გახდა/არის გამხდარი es wurde ის გახდა es würde… ის (გააკეთებდა, იზამდა) რამეს |
ბრძანებითი კილო: Werde! გახდი! Werden Sie! გახდით! სხვა: Es wird dunkel. ბნელდება. Sie wird uns schreiben. ის მოგვწერს. (მომავალი დრო) Der Brief wurde geschrieben. წერილი იყო დაწერილი. (ვნებითი გვარი) |
| 4 können შეძლება |
ich kann მე შემიძლია du kannst შენ შეგიძლია er konnte მას შეეძლო Sie können თქვენ შეგიძლიათ |
ბრძანებითი კილო: არ აწარმოებს ბრძანებით კილოს. სხვა: Er kann Deutsch. მან იცის გერმანული. |
| 5 müssen უნდა |
ich muss მე უნდა du musst შენ უნდა er muss მან უნდა sie musste მას უნდა (წარსულში) wir müssen ჩვენ უნდა |
ბრძანებითი კილო: არ აწარმოებს ბრძანებით კილოს. სხვა: Ich muss nicht. მე არ უნდა… / ჩემთვის არაა აუცილებელი… Er muss nach Berlin. ის ბერლინში უნდა წავიდეს. |
| 6 wollen სურვილი, ნდომა |
ich will მე მინდა du willst შენ გინდა er will მას უნდა er wollte მას (კაცს) უნდოდა sie hat gewollt მას (ქალს) უნდოდა (პერფექტით გამოხატულ წარსულ დროში) |
ბრძანებითი კილო: იშვიათად გვხვდება ბრძანებით კილოში. სხვა: Er will nichts trinken. მას არაფრის დალევა არ სურს. Das habe ich nicht gewollt. მე არ მინდოდა ეს (ამის გაკეთება). Wir wollen morgen abfahren. ჩვენ გვსურს ხვალ გამგზავრება. |
| 7 mögen მოწონება |
ich mag მე მომწონს ich möchte მე ვისურვებდი (მსურს) du magst შენ მოგწონს er mochte მას მოსწონდა Sie mögen თქვენ მოგწონთ |
ბრძანებითი კილო: არ აწარმოებს ბრძანებით კილოს. სხვა: Er mag die Suppe. მას მოსწონს სუპი. Was möchten Sie? რა გნებავთ? |
| 8 wissen ცოდნა |
ich weiß მე ვიცი du weißt შენ იცი wir wissen ჩვენ ვიცით er wusste მან იცოდა ich habe gewusst მე ვიცოდი |
ბრძანებითი კილო: Wisse! იცოდე! Wisste! იცოდეთ! სხვა: Er weiß es nicht. მან არ იცის იგი. Wissen Sie, wann sie ankommen? იცით, როდის ჩამოდიან? |
| 9 machen კეთება |
ich mache მე ვაკეთებ du machst შენ აკეთებ er macht ის აკეთებს wir machten ჩვენ გავაკეთეთ er hat gemacht მან გააკეთა/აქვს გაკეთებული ich werde machen მე გავაკეთებ |
ბრძანებითი კილო: Machen Sie sich keine Gedanken! არ ინერვიულოთ მაგაზე! სხვა: Das macht nichts. სულ ერთია. Was macht das? რამდენი გამოდის? Was machen wir jetzt? ახლა რას ვშვებით? |
| 10 sollen ვალდებულება, შესაძლებლობა, ვარაუდი |
ich soll მე უნდა du sollst შენ უნდა er soll მან უნდა sie sollte მას უნდა (წარსული დრო) wir sollen ჩვენ უნდა |
ბრძანებითი კილო: არ აწარმოებს ბრძანებით კილოს. სხვა: Ich sollte dort bleiben. იქ უნდა დავრჩენილიყავი. Es soll schön sein. ლამაზი უნდა იყოს. Was soll das? ეს რას უნდა ნიშნავდეს? |
| 11-20 – დარჩენილი 10 გერმანული ზმნა +1 | ||
| ინფინიტივი | უღლების ფორმები | მაგალითები |
| 11 heißen რქმევა |
ich heiße მე მქვია sie heißt მას ჰქვია du heißt შენ გქვია er hieß მას ჰქვია er hat geheißen მას ერქვა wir heißen ჩვენ გვქვია Heißen Sie…? გქვია შენ…? |
ბრძანებითი კილო: არ აწარმოებს ბრძანებით კილოს. სხვა: Wie heißen Sie? რა გქვია? (გვარი) Er heißt Braun. მას ჰქვია ბრაუნი. Wie heißt du? რა გქვია? Ich heiße Karl. ჩემი სახელია კარლი. Was soll das heißen? ეს რას ნიშნავს? ამას რა უნდა დავარქვათ? |
| 12 sagen თქმა |
ich sage მე ვამბობ du sagst შენ ამბობ er sagte მან თქვა er hat gesagt მან თქვა/აქვს ნათქვამი wir sagen ჩვენ ვამბობთ sagen Sie? ამბობთ თქვენ? |
ბრძანებითი კილო: Sag das nicht! არ თქვა ეს! Sagen Sie mir! მითხარი! სხვა: Er sagt, was er denkt. ის ამბობს, რასაც ფიქრობს. Das sagt mir nichts. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს მე არაფერს მეუბნება. Du hast nichts zu sagen. შენ არაფერი გეთქმის (ამ საკითხზე). |
| 13 gehen სვლა |
ich gehe მე მივდივარ du gehst შენ მიდიხარ er geht ის მიდის sie ist gegangen ის წავიდა/არის წასული (პერფექტით გამოხატული წარსული დრო) er ging ის წავიდა (მარტივი წარსული დრო) |
ბრძანებითი კილო: Gehe! წადი! Geht! წადით! Gehen Sie! წადით! სხვა: Das geht nicht. ეს არ წავა (არ გამოდგება). Wie geht es Ihnen? როგორ ბრძანდებით? Meine Uhr geht nach. ჩემი საათი ჩამორჩენილია. Sie geht zu Fuß ის ფეხით მიდის. |
| 14 sehen ხედვა |
ich sehe მე ვხედავ du siehst შენ ხედავ er sieht ის ხედავს er hat gesehen მან დაინახა/აქვს დანახული (პერფექტი) sie sah მან დაინახა wir sahen we saw ჩვენ დავინახეთ |
ბრძანებითი კილო: Sehe! შეხედე! Sehen Sie! შეხედეთ! სხვა: Sie sieht nicht gut. ის კარგად ვერ ხედავს. Wo hast du ihn gesehen? სად ნახე იგი? |
| 15 geben მიცემა |
ich gebe მე ვაძლევ du gibst შენ აძლევ er gab მან მისცა Sie geben თქვენ აძლევთ es gibt არის/არსებობს/იმყოფება |
ბრძანებითი კილო: Gebt! მიეცით! Gib! მიეცი! Geben Sie! მიეცით! სხვა: Geben Sie mir den Bleistift! მომეცით ეგ ფანქარი! Es gibt kein Geld. ფული არაა. Ich gab ihr das Buch. მე მას მივეცი წიგნი. Er hat mir das Geld gegeben. მან მე მომცა ფული. |
| 16 kommen მოსვლა |
ich komme მე მოვდივარ du kommst შენ მოდიხარ er kam ის მოვიდა sie ist gekommen ის მოვიდა/არის მოსული (პერფექტი) |
ბრძანებითი კილო: Komm! მოდი! Kommt! მოდით! Kommen Sie! მოდით! სხვა: Ich komme nicht nach Hause. მე სახლში არ მოვდივარ. Er ist nach Berlin gekommen. ის მოვიდა ბერლინში. Woher kommt sie? საიდან არის? Es kam ganz anders, als erwartet. სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. |
| 17 lassen დატოვება, ნების დართვა |
ich lasse მე ვტოვებ du lässt შენ ტოვებ er lässt ის ტოვებს Sie haben gelassen შენ დატოვე (პერფექტი) er ließ მან დატოვა (მარტივი წარსული) |
ბრძანებითი კილო: Lassen Sie das! შეწყვიტეთ! თავი გაანებეთ! სხვა: Er ließ sich keine Zeit. საკუთარ თავს დრო არ მიცა, იჩქარა. Das lasse ich mir nicht gefallen. ამას არ შევურიგდები; ამას ვერ ავიტან. Er lässt sich die Haare schneiden. ის თმას იჭრის. |
| 18 finden პოვნა |
ich finde მე ვპოულობ ich fand მე ვიპოვე du findest შენ პოულობ er fand მან იპოვა Sie haben gefunden თქვენ იპოვეთ/გაქვთ ნაპოვნი |
ბრძანებითი კილო: Finde! იპოვე! Findet! იპოვეთ! Finden Sie! იპოვეთ! სხვა: Er fand die Suppe gut. მას მოეწონა სუპი. Wir finden keinen Platz. ჩვენ ვერ ვპოულობთ ადგილს. |
| 19 bleiben დარჩენა |
ich bleibe მე ვრჩები du bleibst შენ რჩები wir bleiben ჩვენ ვრჩებით er blieb ის დარჩა (მარტივი წარსული) ich bin geblieben მე დავრჩი/ვარ დარჩენილი (პერფექტი) |
ბრძანებითი კილო: Bleib! დარჩი! Bleibt! დარჩით! Bitte, bleiben Sie sitzen! გთხოვთ ისხედით! სხვა: Er bleibt in Köln. ის რჩება კიოლნში. Alles blieb beim Alten. ყველაფერი იგივე დარჩა. არაფერი შეცვლილა. Es bleibt dabei. შევთანხმდით. მოვრიგდით. |
| 20 nehmen აღება |
ich nehme მე ვიღებ du nimmst შენ იღებ er nimmt ის იღებს wir nehmen ჩვენ ვიღებთ er hat genommen მან აიღო/აქვს აღებული (პერფექტი) ich werde nehmen მე ავიღებ |
ბრძანებითი კილო: Nimm! აიღე! Nehmt! აიღეთ! Nehmen Sie! აიღეთ! Nehmen Sie Platz! დაბრძანდით! სხვა: Er nahm das Geld. მან აიღო ფული. Sie nahm es auf sich, das zu machen. მან თავის თავზე აიღო ამის გაკეთება. Wir haben den Tag freigenommen. ჩვენ ავიღეთ ერთი დღე. |
| 21 bringen მოტანა, მიტანა, მოყვანა, მიყვანა |
ich bringe მე მომაქვს du bringst შენ მოგაქვს er brachte მან მოიტანა (მარტივი წარსული) sie hat gebracht მან მოიტანა/აქვს მოტანილი (პერფექტი) |
ბრძანებითი კილო: Bring! მოიტანე! Bringt! მოიტანეთ! Bringen Sie! მოიტანეთ! სხვა: Ich bringe Sie dorthin. მე შენ იქ წაგიყვან. Er hat es weit gebracht. ის წარმატებულია. ის შორს წავიდა. Was bringt das? ეს რას მოიტანს? Das hat mich zum Lachen gebracht. ამან მე გამაცინა. |
P.S. ალბათ შეამჩნიეთ, რომ სიაში 21 ზმნა არის. არა უშავს, ერთით ზედმეტი თუ გამოვიდა და შემოგესწავლათ 😉
[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]
გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და შექმენით საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციის გავლა ასევე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა სხვა მასალებზე, დააგროვოთ ქულები, გაწევრიანდეთ ჯგუფებში, აიღოთ კურსები, დასვათ შეკითხვები, შეასრულოთ ტესტები, მოხვდეთ ლიდერბორდში, გამოიწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და შექმნათ საკუთარი.
[kleo_login show=”login|lostpass” login_title=”საიტზე შესვლა” lostpass_title=”დაგავიწყდა პაროლი?” login_link=”#|url” lostpass_link=”#|url” register_url=”hide|url”]
1 thought on “20 ყველაზე ხშირად გამოყენებული გერმანული ზმნა – უღლება და მაგალითები”