ძირითადი ნაწილები: LASSEN, LIEß, GELASSEN
გერმანული ზმნა lassen ძალიან მნიშვნელოვანი არაწესიერი (ძლიერი უღლების) ზმნაა და მისი გაგება გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვს. Lassen-ის ძირითადი მნიშვნელობაა: „ნების დართვა“, „საშუალების მიცემა“, „ნებართვა“. ეს მისი ერთადერთი მნიშვნელობა არ არის და ყოველდღიურ სასაუბრო ენაში სხვადასხვა მნიშვნელობებს ვაწყდებით.
კომბინაციები სხვა ზმნებთან
ზმნა lassen პოპულარულ ზმნურ ფრაზებში გვხვდება ხშირად. მართლწერის ახალი ნორმების მიხედვით ისინი ცალ-ცალკე სიტყვებად იწერება, თუმცა ჯერ კიდევ დასაშვებია მათი ერთად დაწერა, როგორც ამას მართლწერის ძველი ნორმები ითვალისწინებდა. რამდენიმე მაგალითი: fallen lassen — დავარდნა, fahren lassen — მიტოვება / გადაწურვა (იმედის), stehen lassen — დატოვება. იდიომატური გამოთქმების სექციაში ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
ზმნა lassen ხშირად გვხვდება ზმნებთან: stehen (დგომა) და liegen (წოლა). სიტყვასიტყვით თარგმნა ქართულად შეუძლებელია „დატოვება… რომ იდგეს“, „დატოვება… რომ იწვეს“ ალბათ ყველაზე კარგი შესატყვისი იქნება. მაგალითი ამ შემთხვევაში უფრო დაგეხმარებათ აზრის გაგებაში:
Er lässt seinen Wagen auf dem Parkplatz stehen. — ის თავის მანქანას ტოვებს სადგომზე (რომ იდგეს).
ქვემოთ განვიხილავთ ამ მართლაცდა მრავალფეროვან ზმნას, რომელსაც ქართულ ენაში (და გერმანულშიც) უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კონტექსტიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია ამ მნიშვნელობების შვიდ ძირითად კატეგორიამდე შემცირება: (1) შესაძლებლობის მიცემა, ნებართვა (2) გაკეთებინება, (3) გამოწვევა, (4) დატოვება, ჩამოტოვება, (5) შეთავაზება („მოდი რაღაც გავაკეთოთ.“), (6) შეწყვეტა, თავის განებება (რამის კეთების) და (7) შესაძლებლობა (ამ დროს ის რეფლექსურია და მოჰყვება sich). ქვემოთ ჩამოწერილი თითქმის ყველა მნიშვნელობა ამ კატეგორიებიდან რომელიმეს ეკუთვნის. თითოეულ მნიშვნელობას ერთი ან რამდენიმე გერმანული სინონიმი შეესაბამება და მოცემულია ქართულ მნიშვნელობასთან ერთად. (lassen-ის უღლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.)
1. lassen (erlauben, zulassen)
ქართული მნიშვნელობა: შესაძლებლობის მიცემა, ნებართვა
მაგალითები:
Sie lässt ihren Hund auf dem Bett schlafen. — ის თავის ძაღლს ლოგინში ძილის უფლებას აძლევს.
Das lasse ich mit mir nicht machen. — არ დავუშვებ (ნებას არ მივცემ), რომ ეს გამიკეთონ.
2. lassen (veranlassen, დამხმარე ზმნა, მოდალური ზმნა)
ქართული მნიშვნელობა: გაკეთება, გაკეთებინება
მაგალითები:
Sie lassen sich scheiden. — ისინი ერთმანეთს შორდებიან.
Er hat sich die Haare schneiden lassen. — თმა გააპარსვინა.
Lassen Sie Herrn Schmidt hereinkommen. — გთხოვთ შემოუშვით ბატონი შმიდტი.
Ich muss meine Schuhe reparieren lassen. — ჩემი ფეხსაცმელები უნდა შევაკეთებინო.
ზმნა lassen-ს მნიშვნელობა ეცვლება წინადადებაში მისი როლისა და აზრის გამომხატველი დამატებითი ზმნის ფორმის მიხედვით. Lassen-ს როცა ინფინიტივი მოსდევს სულ სხვა მნიშვნელობებს იღებს წინადადება.
lassen + Infinitiv |
ნების დართვა ან აკრძალვა | Er lässt seinen Freund mit seinem Fahrrad nicht fahren. ის მეგობარს თავისი ველოსიპედით სიარულის უფლებას არ აძლევს. |
სამუშაოს გადაბარება, დამოუკიდებლად არშესრულება | Er lässt seine Wäsche waschen. მას გასარეცხად მიაქვს სარეცხი. |
|
რაღაცის დატოვება | Sie hat ihre Tasche im Bus liegen lassen. მან ჩანთა ავტობუსში დატოვა. |
|
საშუალების მიცემა | Die Zeichnungen lassen einige Fehler in der Konstruktion erkennen. ნახაზები კონსტრუქციაში რამდენიმე შეცდომის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. |
|
შესაძლებლობა / შეუძლებლობა | Das lässt sich nicht erklären. ამის ახსნა შეუძლებელია. |
|
lassen |
მეგობრული შეთავაზება | Lasst uns anfangen! მოდი დავიწყოთ! |
სადმე დატოვება | Er hat seine Bücher zu Hause gelassen. მან წიგნები სახლში დატოვა. |
3. lassen (vorschlagen)
ქართული მნიშვნელობა: მოდი, დაე
მაგალითები:
Lass uns gehen. — მოდი წავიდეთ.
Lass ihn das machen. — დაე, გააკეთოს.
4. lassen (aufhören, unterlassen)
ქართული მნიშვნელობა: გაჩერება, თავის შეკავება (რაღაცის კეთებისგან)
მაგალითები:
Lassen Sie das! — შეწყვიტე! თავი გაანებე!
Er konnte es einfach nicht lassen. — უბრალოდ თავი ვერ შეიკავა.
Sie kann das Rauchen nicht lassen. — მოწევას ვერ წყვეტს, თავს ვერ ანებებს.
5. lassen (stehen lassen, zurücklassen)
ქართული მნიშვნელობა: დატოვება (რაღაცის სადღაც)
მაგალითები:
Bitte lass den Koffer stehen. — გთხოვ, დატოვე ჩანთა (იქ, სადაც არის).
Lassen Sie sie nicht draußen warten. — არ დატოვოთ ისინი გარეთ და არ ალოდინოთ.
6. lassen (übriglassen)
ქართული მნიშვნელობა: დატოვება, ჩამოტოვება
მაგალითი:
Die Diebe haben ihnen nichts gelassen. — ქურდებმა მას არაფერი დაუტოვეს.
7. lassen (nicht stören)
ქართული მნიშვნელობა: თავის განებება
მაგალითი:
Lass mich in Ruhe! — თავი გამანებე (ნუ მაწუხებ)!
8. lassen (bewegen)
ქართული მნიშვნელობა: დადება, მოთავსება, გაშვება (წყლის)
მაგალითები:
Hast du ihm Wasser in die Wanne gelassen? — ჩაურთე მას სააბაზანოში წყალი?
Wir lassen das Boot zu Wasser. — ნავს წყალში ვუშვებთ.
9. lassen (zugestehen)
ქართული მნიშვნელობა: დათმობა, ბოძება
მაგალითი:
Das muss ich dir lassen. — ამის ნება მე უნდა მოგცე.
10. lassen (verlieren)
ქართული მნიშვნელობა: გაწირვა, დაკარგვა
მაგალითი:
Er hat sein Leben dafür gelassen. — მან თავისი სიცოცხლე ამისთვის გადადო.
11. lassen (möglich sein, რეფლექსური ზმნაა)
ქართული მნიშვნელობა: შესაძლებლობა
მაგალითები:
Hier lässt sich gut leben. — აქ შესაძლებელია კარგად ცხოვრება.
Das Fenster lässt sich nicht öffnen. — ფანჯარა არ იღება (შეუძლებელია ფანჯრის გაღება)
Das lässt sich nicht leicht beweisen. — ამის დამტკიცება ადვილი არ იქნება
12. lassen (verursachen)
ქართული მნიშვნელობა: გამოწვევა, გაკეთებინება (ვინმესთვის რამის)
მაგალითი:
Die Explosion ließ ihn hochfahren. — აფეთქებამ აახტუნა.
LASSEN-ით შედგენილი იდიომები და ფრაზები
sich blicken lassen — სახის ჩვენება
die Kirche im Dorf lassen — ზომიერების დაცვა
jdn im Stich lassen — ბედის ანაბარა მიტოვება
keine grauen Haare darüber wachsen lassen — გულთან არმიტანა
LASSEN-ით შედგენილი რთული ზმნები
ablassen (მოც.) — დაცარიელება, გამოშვება
anlassen (მოც.) — ჩართვა (ძრავის), არგახდა (ტანსაცმლის)
auslassen (მოც.) — გამოტოვება; გამორჩენა
belassen (მოუც.) — დატოვება (ადგილზე), უცვლელად დატოვება (dabei)
entlassen (მოუც.) — გაშვება, დათხოვნა
überlassen (მოუც.) — მინიჭება (უფლების)
unterlassen (მოუც.) — გამოტოვება, არშესრულება, თავის შეკავება
verlassen (მოუც.) — მიტოვება, ჩამოტოვება
zerlassen (მოუც.) — გადადნობა, დადნობა (საჭმლის მომზადებისას)
zulassen (მოუც.) — დაშვება, ნებართვა
შეჯამება
1. Lassen-ს, როცა იგი დამოუკიდებელად გვხვდება წინადადებაში „დატოვების“ მნიშვნელობა აქვს:
Lass mich in Ruhe! — თავი გამანებე! დამტოვე!
2. Lassen (+ სხვა ზმნის ინფინიტვი) — დაშვება, ნების დართვა, გაკეთებინება… ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელობა, რომელიც წინადადებაში მოქმედებას იწვევს:
Lassen Sie uns die Zeichnungen betrachten. — ნება გვიბოძეთ, რომ ვნახოთ ნახაზები ან: მოდი ვნახოთ ნახაზები.
3. კონსტრუქცია lassen + sich + Infinitiv ძალიან ხშირად გვხვდება ტექნიკურ ლიტერატურაში და აქვს რისამე შესაძლებლობის პასიური მნიშვნელობა:
Dieses Metall lässt sich leicht schmelzen. — ეს მეტალი ადვილად დნება (ადვილადაა შესაძლებელი მისი დადნობა).
Das Uran 235 lässt sich für die Gewinnung von Atomenergie verwenden. — ურან-235-ის გამოყენება შესაძლებელია ატომური ენერგიის მისაღებად.