Sehen ნიშნავს “ხედვას”. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზმნაა და გერმანულ ტექსტებში ხშირად გვხვდება. სიხშირის მიხედვით მიახლოებით 270-ე ადგილზეა, როგორც ეს ავტომატიზირებულმა კვლევამ აჩვენა. იგი ჩვენ მიერ შედგენილი, 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ზმნის სიაშიც მოხვდა.
Sehen არაწესიერი, ანუ ძლიერი ზმნაა. ეს ნიშნავს, რომ იგი უღლების მკაცრ წესს არ ემორჩილება. იმისთვის, რომ sehen სწორად აუღლოთ, მოგიწევთ მისი განსხვავებული ფორმების სწავლა სხვადასხვა დროში და შემდეგ დაზეპირება.
ფუძეცვალებადი ზმნები
ზმნა sehen ფუძეცვალებადი ზმნაცაა და არაწესიერი (ძლიერი) ზმნაც.
დააკვირდით, როგორ იცვლება ფუძეში e ხმოვანი ie-დ აწმყო დროის მეორე (du) და მესამე (er/sie/es) პირებში. ნამყო მიმღეობა არის gesehen. წესიდან გადახრის ყველა ასეთმა შემთხვევამ შეიძლება კითხვისას და წერისას sehen-ის გამოყენებაში შეგიშალოთ ხელი. ამიტომ, საფუძვლიანად უნდა ისწავლოთ ეს ზმნა.
Sehen – აწმყო დრო – Präsens |
|
| Deutsch | ქართული |
| აწმყო დრო, მხ. რიცხვი | |
| ich sehe | მე ვხედავ |
| du siehst | შენ ხედავ |
| er sieht sie sieht es sieht |
ის ხედავს – – |
| აწმყო დრო, მრ. რიცხვი | |
| wir sehen | ჩვენ ვხედავთ |
| ihr seht | თქვენ ხედავთ |
| sie sehen | ისინი ხედავენ |
| Sie sehen | თქვენ ხედავთ |
Sehen-ის აწმყო დროში გამოყენების მაგალითები:Wann sehen wir euch? Er sieht uns. |
|
Sehen – მარტივი წარსული დრო – Imperfekt |
|
| Deutsch | ქართული |
| მარტივი წარსული დრო, მხ. რიცხვი | |
| ich sah | მე შევხედე |
| du sahst | შენ შეხედე |
| er sah sie sah es sah |
მან შეხედა – – |
| მარტივი წარსული დრო, მრ. რიცხვი | |
| wir sahen | ჩვენ შევხედეთ |
| ihr saht | თქვენ შეხედეთ |
| sie sahen | მათ შეხედეს |
| Sie sahen | თქვენ შეხედეთ |
Sehen – რთული წარსული დრო (სრული დრო) – Perfekt |
|
| Deutsch | ქართული |
| მხ. რიცხვი | |
| ich habe gesehen | მე შევხედე (მაქვს შენახედი) |
| du hast gesehen | შენ შეხედე |
| er hat gesehen sie hat gesehen es hat gesehen |
მან შეხედა – – |
| მრ. რიცხვი | |
| wir haben gesehen | ჩვენ შევხედეთ |
| ihr habt gesehen | თქვენ შეხედეთ |
| sie haben gesehen | მათ შეხედეს |
| Sie haben gesehen | თქვენ შეხედეთ |
Sehen – წარსული სრული დრო – Plusquamperfekt |
|
| Deutsch | ქართული |
| მხ. რიცხვი | |
| ich hatte gesehen | მე შევხედე (მქონდა შენახედი) |
| du hattest gesehen | შენ შეხედე |
| er hatte gesehen sie hatte gesehen es hatte gesehen |
მან შეხედა – – |
| მრ. რიცხვი | |
| wir hatten gesehen | ჩვენ შევხედეთ |
| ihr hattet gesehen | თქვენ შეხედეთ |
| sie hatten gesehen | მათ შეხედეს |
| Sie hatten gesehen | თქვენ შეხედეთ |
ეს არის sehen-ის ძირითადი და ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმები. ახლა მიმოვიხილოთ სხვა ფორმებიც:
Sehen-ის მომავალი დრო
გერმანულ ენაში მომავალ დროს ხშირად გამოხატავს აწმყო დრო. ამის მაგალითია: “Wir sehen uns morgen,” რაც შეიძლება ითარგმნოს ასე: “ხვალ გნახავთ.”
მარტივი მომავალი დრო იწარმოება werden-ით და მას ემატება sehen. მაგალითად: ich werde sehen – შევხედავ, du wirst sehen – შეხედავ, wir werden spielen – ვითამაშებთ.
მომავალი სრული დრო გერმანულ ენაში ძალიან იშვიათად გვხვდება. იგი იყენებს werden-ის ნაუღლებ ფორმას და შემდეგ haben-ს ან sein-ს ათავსებს წინადადების ბოლოში. მაგალითად, ich werde gesehen haben – მე შევხედავ (მექნება შენახედი).
Sehen-ით შედგენილი ბრძანებითი წინადადებები
- sehe! შეხედე!
- sehen Sie! შეხედეთ!
Sehen-ის გამოყენების სხვა შემთხვევები
- Sie sieht nicht gut. ის კარგად ვერ ხედავს.
- Wo hast du ihn gesehen? სად ნახე ის?
[kleo_post_count type=post|page|custom post type]