ზმნები Dativ-ით გერმანულ ენაში – სია და განმარტება

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ზმნები, რომლებიც პირდაპირ დამატებას Dativ-ში მოითხოვს და არა Akkusativ-ში (როგორც ეს წესით და რიგით სტანდარტულად უნდა იყოს). უფრო ვრცელ განმარტებას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

“დატივური ზმნები” — ასეთი კლასიფიკაცია ძალიან ფართოა, რადგანაც ნებისმიერ გარდამავალ ზმნას შესაძლოა გააჩნდეს დატივში მდგარი ირიბი ობიექტი. Dativ-ით მართული ზმნა განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი არის ზმნა, რომელიც დამატებას იღებს დატივში – როგორც წესი, სხვა დამატების არარსებობისას.

ქვემოთ მოცემული სია არ შეიცავს ისეთ “ჩვეულებრივ” ზმნებს, როგორიცაა geben (მიცემა) ან zeigen (ჩვენება, მითითება), რომელთაც შეიძლება მოყვებოდეს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი ობიექტი (როგორც ეს ქართულშია, მაგალითად): Er gibt mir das Buch. — mir ირიბი ობიექტია (დატივი) და das Buch პირდაპირი ობიექტი (აკუზატივი).

ქართულად ეს ზმნები სხვადასხვაგვარად შეიძლება ითარგმნოს წინადადებაში. ამიტომ, თარგმნას ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოთ და აჯობებს, თუ იმ წესებს დაიმახსოვრებთ, რომლებიც გერმანულ ენაში ამ ზმნების გამოყენებას ეხება: antworten — პასუხის გაცემა; danken — მადლობის გადახდა; gefallen – მოწონება; და ა.შ. — ობიექტს მოითხოვს Dativ-ში.

ხშირად ერთი შეხედვით რთულია მიხვდეთ, რატომ ახლავს ზმნას ობიექტი Dativ-ში. მაგალითად, ავიღოთ წინადადება: Ich glaube dir nicht. (შენი არ მჯერა.) სინამდვილეში ეს წინადადება შემოკლებული ფორმაა შემდეგი წინადადებისა: Ich glaube es dir nicht — რომელშიც es არის ნამდვილი პირდაპირი ობიექტი და dir არის ერთგვარი “დატივური კუთვნილების” გამოხატულება, რომელიც შეიძლება ქართულად ვთარგმნოთ სიტყვით “შენი”.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ადამიანი, რომელსაც მთელი ეს გრამატიკული წიაღსვლები მომხიბლავი ეჩვენება, საუკეთესო გზა პირდაპირი გზაა და იგი გულისხმობს Dativ-ში მდგარი ობიექტით მართული, ყველაზე ფართოდ გავრცელებული ზმნების სწავლას (დამახსოვრებას!). ამიტომ, ქვემოთ წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელშიც მოყვანილია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ზმნები Dativ-ით — ისინი უნდა ისწავლოთ პირველად. მის ქვემოთ არის მეორე ცხრილი, რომელშიც წარმოდგენილია უფრო ნაკლებად გავრცელებული ზმნები.

დააკვირდით, რომ Dativ-ში მდგარი ობიექტით მართულ ბევრ ზმნას გააჩნია აკუზატივური ვარიანტი, რომელიც be- თავსართის დახმარებით მიიღება: antworten/beantwortendanken/bedanken და ა.შ. ბევრგან ჩვენ ისინი მაგალითების (Beispiele) სვეტში ჩამოვწერეთ.

Dativ-Verben – ზმნები Dativ-ით
ყველაზე ფართოდ გავრცელებული
Deutsch ქართული Beispiele
antworten პასუხის გაცემა Antworten Sie mir!
Antworten Sie auf die Frage!
Beantworten Sie die Frage!
danken მადლობის გადახდა Ich danke dir.
Ich bedanke mich.
fehlen კლება Du fehlst mir.
Was fehlt dir?

ასევე იხილეთ befehlen, ქვემოთ.
folgen მიყოლა Bitte folgen Sie mir!
Ich bin ihm gefolgt.
Ich befolge immer deinen Rat.
gefallen მოწონება Dein Hemd gefällt mir.
missfallen – არმოწონება
Dein Hemd missfällt mir.
gehören კუთვნილება Das Buch gehört mir, nicht dir.
glauben დაჯერება Er glaubte mir nicht.
helfen დახმარება Hilf deinem Bruder!
Ich kann dir leider nicht helfen.
Leid tun სინანული; შეცოდება Es tut mir Leid.
Sie tut mir Leid.
passieren მოხდენა Was ist dir passiert?
verzeihen პატიება Ich kann ihm nicht verzeihen.
wehtun ტკენა Wo tut es Ihnen weh?

ქვემოთ წარმოდგენილია შედარებით ნაკლებად გავრცელებული ზმნები Dativ-ით. თუმცა, ეს ზმნები გერმანული ლექსიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. Dativ-ით მართული ზმნების სიის ქვემოთ Genitiv-ით მართული რამდენიმე ზმნის ცხრილსაც იხილავთ.

Dativ-Verben 
შედარებით ნაკლებად გავრცელებული დატივური ზმნები
Deutsch ქართული Deutsch ქართული
ähneln მსგავსება gratulieren მილოცვა
befehlen ბრძანება glücken გამართლება (ბედის)
begegnen შეხვედრა lauschen მიყურადება
bleiben დარჩენა munden საჭმლის მოწონება
dienen მომსახურება nützen გამოსადეგად ყოფნა
drohen დამუქრება passen მორგება
einfallen მოფიქრება, აზრად მოსვლა raten რჩევა
erlauben ნების დართვა schaden ზიანის მიყენება
gehorchen დამორჩილება schmecken მოგემრიელება
gelingen
misslingen
წარმატება
ვერმოხერხება
schmeicheln მლიქვნელობა
geraten გამოსვლა, მოხერხება trauen
vertrauen
ნდობა
genügen კმარება widersprechen შეწინააღმდეგება
geschehen მოხდენა, ჩატარება winken ქნევა, მინიშნება
gleichen მსგავსება zürnen გაბრაზებულად ყოფნა
Zuhören (მოსმენა), zulächeln (გაღიმება), zujubeln (ვინმეს მისალმება ოვაციებით), zusagen (დათანხმება რამეზე), zustimmen (დათანხმება რამეში) და სხვა მსგავსი ზმნები, რომლებიც zu– თავსართით იწყება ასევე დატივს მოითხოვს. მაგალითები: Stimmst du mir zu? (მეთანხმები?); Ich höre dir zu. (გისმენ.)

და ბოლოს, წარმოგიდგენთ Genitiv-ში მდგარი ობიექტით მართული ზმნების ცხრილს:

Genitiv-Verben – ზმნები Genitiv-ით
ზმნები, რომლებიც მოითხოვს გენიტივს
Deutsch ქართული Deutsch ქართული
bedürfen მოთხოვნა sich vergewissern დარწმუნება (დარწმუნდება)
sich erinnern გახსენება, მოგონება sich schämen სირცხვილი (რამის, ვინმეს წინაშე)
gedenken გახსენება (ახსოვს) spotten დაცინვა
შენიშვნა: Genitiv-ით მართული ზმნები უფრო მეტად ფორმალურ ნაწერებში (ლიტერატურა და პოეზია) ან არაფორმალურ გამოთქმებში გვხვდება. სასაუბრო გერმანულ ენაში ისინი იშვიათობაა. ამ ზმნებიდან ზოგიერთმა Genitiv-ში მდგარი ობიექტი შეიძლება ჩაანაცვლოს წინდებულიანი ფრაზით.

Genitiv-ის მაგალითები

  • Ich bedarf deiner Hilfe. | მე მჭირდება შენი დახმარება.
  • Sie schämen sich ihres Irrtums. | მათ რცხვენიათ თავიანთი შეცდომის.
  • Wir treffen uns um jenes Mannes zu gedenken, dessen Werk so bedeutend war. | ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, რათა გავიხსენოთ ადამიანი, რომლის შრომაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო.

რეფლექსური ზმნებით (sich) დაინეტრესების შემთხვევაში მოგაწვდით რეფლექსური ზმნების სიას.

Leave a Comment