ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, როგორ იუღლება არაწესირი (ძლიერი) გერმანული ზმნა wissen (ცოდნა). მიუხედავად იმისა, რომ ეს ზმნა მოდალური არ არის, wissen-ის უღლება მოდალური ზმნების უღლების ნიმუშს მიყვება. მოდალური ზმნების მსგავსად და ჩვეულებრივი გერმანული ზმნებისგან განსხვავებით, wissen-ს მხოლობითი რიცხვის პირველ პირსა (ich) და მესამე პირში (er, sie, es) ერთი და იგივე ფორმები აქვს.
გერმანულ ენაში, ისევე როგორც ესპანურში, იტალიურში და ფრანგულში არსებობს მკვეთრი განსხვავება ადამიანის ან საგნის ცნობასა (kennen) და ფაქტის ცოდნას (wissen) შორის. ეს ორი ზმნა შინაარსით შესაძლოა ერთმანეთს ჰგავდეს და ამიტომ არ უნდა აგერიოთ ერთმანეთში.
გერმანული ზმნა wissen ფუძეცვლადი ზმნაა. ეს ნიშნავს, რომ ინიფინიტივის ფუძისეული ხმოვანი i იცვლება და ხდება ei აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის ყველა პირში (weiß), ხოლო ნამყო მიმღეობაში ხმოვანი u ჩნდება (gewusst). როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ზმნა ბევრი რამით ჰგავს მოდალურ ზმნას. გერმანიაში გატარებულმა მართლწერის რეფორმამ მხოლოდ ერთი ფორმა შეცვალა და ესაა ihr wisst (მანამდე იყო wißt). სხვა მხრივ რეფორმას wissen-ზე გავლენა არ ჰქონია და უნდა დაიმახსოვროთ, რომ მხოლობით რიცხვში ამ ზმნის ფორმები ისევ ეს-ცეტით (ß, გამონაკლისია შვეიცარიული გერმანული) ბოლოვდება, ხოლო მრავლობით რიცხვში ორმაგი -s-ით (ss).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ვიყენებთ ახალი გერმანული მართლწერის ნორმებს (die neue Rechtschreibung).
| ძლიერი ზმნა – wissen | ||
| PRÄSENS (აწმყო დრო) |
PRÄTERITUM (პირველი, ანუ თხრობითი წარსული) |
PERFEKT (მეორე, ანუ სასაუბრო წარსული) |
| WISSEN – ცოდნა (ფაქტის) მხოლობითი რიცხვი | ||
| ich weiß მე ვიცი |
ich wusste მე ვიცოდი |
ich habe gewusst მე ვიცოდი |
| du weißt შენ იცი |
du wusstest შენ იცოდი |
du hast gewusst შენ იცოდი |
| er/sie weiß მან იცის |
er/sie wusste მან იცოდა |
er/sie hat gewusst მან იცოდა |
| WISSEN – ცოდნა (ფაქტის) მრავლობითი რიცხვი | ||
| wir/Sie/sie wissen ჩვენ/თქვენ/მათ იციან |
wir wussten ჩვენ ვიცოდით |
wir haben gewusst ჩვენ ვიცოდით |
| ihr wisst თქვენ (მრ. რ.) იცით |
ihr wusstet თქვენ (მრ. რ.) იცოდით |
ihr habt gewusst თქვენ (მრ. რ.) იცოდით |
| წინადადების ნიმუშები, იდიომები wissen-ით:
Er weiß Bescheid. |
||
მსგავსი გვერდები
გერმანულ ენაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული 20 ზმნა
დალაგებულია გამოყენების სიხშირის მიხედვით;
მოცემულია უღლების ნიმუშებთან და მაგალითებთან ერთად.