ბერლინი, 1984 წელი. გერდ ვისლერი – მოსასმენი მოწყობილობების სპეციალისტი და მომკვლევი, საიდუმლო პოლიცია “შტაზის” კაპიტანი ახალ დავალებას იღებს. მან თვალი არ უნდა მოაცილოს ცნობილ მწერალს გეორგ დრაიმანს. იმის მიუხედავად, რომ დრაიმანს არაფერი ჩაუდენია, მას დიდი პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ იგი გზაზე გადაეღობა ცენტრალური კომიტეტის (“ცეკა”) ერთ-ერთ გავლენიან წევრს. საქმე ისაა, რომ მწერალმა სასიყვარულო რომანი გააბა ახალგაზრდა, მომხიბლავ მასახიობთან, ქრისტა-მარია ზილანდთან. მსახიობი სწორედ იმ ჩინოვნიკს მოსწონს, რომელმაც თვალთვალის დაწყების ბრძანება გასცა.
ვისლერს ესმის, რომ ასეთი მასშტაბური ოპერაციის მიზეზი ჩვეულებრივი ეჭვიანობაა, მაგრამ მას არაფრის გაკეთება შეუძლია და ამიტომ, ბრძანებას ემორჩილება. ობიექტის ოთახში ყველგან, სადაც შესაძლებელია, სპეციალისტი სათვალთვალო მოწყობილობებს აყენებს. ყოველ დღეს გერდი სარდაფში ზის და უსმენს, თუ როგორ ცხოვრობენ და რითი არიან დაკავებულნი მწერალი და მსახიობი. რაც უფრო დიდხანს უთვალთვალებს იგი თავის ობიექტებს, მით უფრო დიდი პატივისცემით იმსჭვალება მათ მიმართ – მას ხომ ესმის, რომ ისინი არიან სრულიად ნორმალური ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ. მალევე ხდება ის, რისთვისაც თვალთვალი დაიწყო – გეორგი გაზეთში წერს ანონიმურ სტატიას, რომელმაც შეიძლება მთავრობის მიერ მიცემული ინფორმაცია გაამჟღავნოს. ახლა ვისლერმა უნდა გადაწყვიტოს – დაასმინოს მწერალი და ამით დაანგრიოს ბედნიერი წყვილის ცხოვრება, თუ დამალოს ყველაფერი და საფრთხე შეუქმნას საკუთარ კარიერას.
ქართულად ფილმი დევს adjaranet-ზე და მისი სახელია “სხვების ცხოვრება/THE LIVES OF OTHERS”.
შენიშვნა: ფილმს თან ახლავს გერმანული სუბტიტრები და თუ ავტომატურად არ ჩაირთო, ვიდეოს ქვედა პანელზე დააწკაპუნეთ cc სიმბოლოს. ვიდეოს მთელ ეკრანზე გასაშლელად დააწკაპუნეთ ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულ წყვეტილ ოთხკუთხედს (Full Screen).
| გამოშვების წელი: |
2006
|
| ქვეყანა: |
გერმანია
|
| სლოგანი: | “თქვენ არ გაქვთ დუმილის უფლება” |
| რეჟისორი: | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი |
| სცენარი: | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი |
| პროდიუსერი: | კვირინ ბერგი, მაქს ვიდერმანი, კლაუდია გლაძიჟევსკი,.. |
| ოპერატორი: | ჰაგენ ბოგდანსკი |
| კომპოზიტორი: | სტეფან მუჩა, გაბრიელ იარედი |
| მხატვარი: | სილკე ბური, ქრისტიანა როტი, გაბრიელ ბინდერი |
| მონტაჟი: | პატრიცია რომელი |
| ჟანრი: | მძაფრსიუჟეტიანი, ტრილერი, დრამა |
| ნომინაციები: | ოსკარი (გამარჯვებული), ევროპული კინოაკადემია, ოქროს გლობუსი |
| იცით თუ არა, რომ… | ||
|
|
1 thought on “სხვების ცხოვრება – Das Leben der Anderen – ფილმი გერმანული ტიტრებით”
Comments are closed.