LASSEN

ძირითადი ნაწილები: LASSEN, LIEß, GELASSEN გერმანული ზმნა lassen ძალიან მნიშვნელოვანი არაწესიერი (ძლიერი უღლების) ზმნაა და მისი გაგება გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვს. Lassen-ის ძირითადი მნიშვნელობაა: „ნების დართვა“, „საშუალების მიცემა“, „ნებართვა“. ეს მისი ერთადერთი მნიშვნელობა არ არის და ყოველდღიურ სასაუბრო ენაში სხვადასხვა მნიშვნელობებს ვაწყდებით. კომბინაციები სხვა ზმნებთან ზმნა lassen პოპულარულ ზმნურ ფრაზებში გვხვდება ხშირად. მართლწერის … Read more

მოდალური ზმნები

გერმანული მოდალური ზმნები წარსულ, აწმყო და მომავალ დროებში. მოდალური ზმნები წინადადებაში შესრულებული მოქმედების ან მოცემული მდგომარეობის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს. გერმანულ ენაში მოდალური ზმნა ექვსია: dürfen, (darf), durfte, gedurft — ნების დართვა, ნების ქონა (შეუძლია, ნება აქვს) können, (kann), konnte, gekonnt — შეძლების ქონა (შეუძლია) mögen, (mag), mochte, gemocht — სურვილი, წადილი (სურს) müssen, (muss), musste, … Read more

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გერმანულ ენაში: რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ სულელური შეცდომები არ მოგივიდეთ? როგორ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში მოდალური ზმნები? არსებობს თუ არა რჩევები მათთვის, ვინც მეტყველებისას შეცდომების გაპარვას ერიდება? პასუხებს ამ კითხვებზე ჩვენს სტატიაში იპოვით! შეცდომების გარეშე საუბარი, მოგეხსენებათ, ოცნებაა ყველასი, ვინც უცხო ენის დაუფლებას ცდილობს. ნაწილობრივ, ფრაზების აგებისას ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად … Read more

WISSEN – გერმანული ზმნა, უღლება და ნიმუშები

wissen

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, როგორ იუღლება არაწესირი (ძლიერი) გერმანული ზმნა wissen (ცოდნა). მიუხედავად იმისა, რომ ეს ზმნა მოდალური არ არის, wissen-ის უღლება მოდალური ზმნების უღლების ნიმუშს მიყვება. მოდალური ზმნების მსგავსად და ჩვეულებრივი გერმანული ზმნებისგან განსხვავებით, wissen-ს მხოლობითი რიცხვის პირველ პირსა (ich) და მესამე პირში (er, sie, es) ერთი და იგივე ფორმები აქვს. გერმანულ ენაში, ისევე როგორც ესპანურში, იტალიურში … Read more

FINDEN – გერმანული ზმნა, უღლება და ნიმუშები

finden

გერმანული ზმნა finden ნიშნავს “პოვნას” ან “მიჩნევას, ფიქრს”, მაგრამ იმისთვის, რომ ვინმეს აუხსნათ, თუ რა იპოვეთ ან რას ფიქრობთ, მოგიწევთ მისი უღლების სწავლა. საბედნიეროდ, ქართული ენისგან განსხვავებით გერმანულ ენაში ზმნები გრამატიკულ წესებს უფრო მეტად ემორჩილება და უღლების ფორმების დამახსოვრებაც არაა იმდენად რთული. გერმანულ ენაში ზმნის უღლება Finden: იუღლება ყველა დროში ქვემოთ მოცემულია ცხრილები, რომლებშიც finden (პოვნა, ფიქრი) ნაუღლებია ყველა … Read more

ზმნები Dativ-ით გერმანულ ენაში – სია და განმარტება

Verben mit Dativ - ზმნები დატივით

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ზმნები, რომლებიც პირდაპირ დამატებას Dativ-ში მოითხოვს და არა Akkusativ-ში (როგორც ეს წესით და რიგით სტანდარტულად უნდა იყოს). უფრო ვრცელ განმარტებას ქვემოთ შემოგთავაზებთ. “დატივური ზმნები” — ასეთი კლასიფიკაცია ძალიან ფართოა, რადგანაც ნებისმიერ გარდამავალ ზმნას შესაძლოა გააჩნდეს დატივში მდგარი ირიბი ობიექტი. Dativ-ით მართული ზმნა განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი არის ზმნა, რომელიც დამატებას იღებს დატივში … Read more

NEHMEN – გერმანული ზმნა, უღლება და მაგალითები

nehmen germanuli ena

გერმანული ზმნა nehmen ქართულად ნიშნავს “აღებას”. ამ გაკვეთილში გავეცნობით nehmen-ის უღლებას ყველა დროში და კილოში. უღლების არასწორი ფორმის გამოყენების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თქვენი საუბარი მსმენელმა გაიგოს, თუმცა სწორი დროის გამოყენების შემთხვევაში თქვენი საუბარი გამართული და ინტელიგენტური იქნება. სწორი უღლების სწავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ენის ცოდნის ჩვენებას და თქვენი საუბრის გაგებაც უფრო იოლი იქნება სხვებისთვის. ფუძეცვლადი … Read more

50 ყველაზე გავრცელებული გერმანული ზმნა – ანბანური სია

50 germanuli zmna magalitebi

Deutsche Verben – გერმანული ზმნები წინადადებების ნიმუშებთან და უღლების ფორმებთან ერთად აწმყო დროში. ეს არის გერმანულ ენაში ყველაზე ხშირად გამოყენებული 50 ზმნის ანბანურად დალაგებული სია. წინადადებების მაგალითები ახლანდელ დროში თითოეული ზმნის გამოყენებას გიჩვენებთ. ზმნები, რომლებიც ფუძეს იცვლიან წარმოდგენილი არის მეორე პირის du და მესამე პირის er ფორმებით. ამ ცხრილში ძლიერი უღლების მხოლოდ ზოგიერთი ზმნა შევიდა (არ შესულა მოცილებადთავსართიანი ან … Read more

აკუზატივი – განმარტება, მაგალითები და ტესტი

აკუზატივი = ქართულად ბრალდებითი ბრუნვა (არ გვაქვს ქართულ ენაში) აკუზატივს დაესმის კითხვა – Wen/Was? გერმანულ ენაში აკუზატივს ვიყენებთ გარკვეული ზმნების და წინდებულების შემდეგ. აკუზატივში მდგარი ობიექტი ასევე ცნობილია პირდაპირი დამატების სახელით – ეს არის საგანი ან პიროვნება, რომელსაც მოქმედება პირდაპირ ეხება. მაგალითად, მე ვაძლევ ბავშვს ბურთს – ამ წინადადებაში პირდაპირი ობიექტია ბურთი (იგი განიცდის პირდაპირ … Read more

გერმანული ზმნა – BLEIBEN – უღლება და მაგალითები

bleiben germanuli kartuli gramatika

Bleiben გერმანული ზმნაა და ქართულად მისი მნიშვნელობაა “დარჩენა” . იგი არაწესიერი (ძლიერი) ზმნაა, რაც ნიშნავს, რომ მისი უღლება მარტივ წესს არ ემორჩილება. მოგიწევთ დაიზეპიროთ, თუ როგორ იცვლება იგი თითოეულ დროში. იგი დატივური ზმნაა, ანუ პირდაპირ დამატებას დატივის ბრუნვაში მოითხოვს და არა აკუზატივში, როგორც სხვა ზმნები. მნიშვნელოვანი ნაწილები: bleiben • blieb • ist geblieben ბრძანებითი კილო: (du) … Read more