გერმანიის ეროვნული ჰიმნი სათავეს იღებს ძველი ავსტრიული იმპერიული ჰიმნიდან “Gott erhalte Franz den Kaiser” (“ღმერთო დაიფარე იმპერატორი ფრანცი”), რომლის ავტორიცაა ფრანც იოზეფ ჰაიდნი (1732-1809). ჰიმნი პირველად 1797 წლის 12 თებერვალს შესრულდა. 1841 წელს ჰაიდნის მელოდიას დაემატა ავგუსტ ჰაინრიჰ ჰოფმან ფონ ფალერსლებენის (1798-1874) ტექსტი და შეიქმნა “Das Lied der Deutschen”, ანუ “Das Deutschlandlied.”
ბისმარკის პრუსიის (1871) დროიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ეს ჰიმნი სხვა ჰიმნით იყო ჩანაცვლებული.
1922 წელს გერმანიის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა (“ვაიმარის რესპუბლიკა”), ფრიდრიჰ ჰებერტმა, ოფიციალურად მიიღო “Das Lied der Deutschen” სახელმწიფო ჰიმნად.
ნაციზმის 12 წლიან პერიოდში პირველი სტროფი იყო გერმანიის ეროვნული ჰიმნი. 1952 წელს მესამე სტროფი გამოაცხადა პრეზიდენტმა თეოდორ ჰეუსმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (დასავლეთ გერმანია) ოფიციალურ ჰიმნად (აღმოსავლეთ გერმანიას თავისი ჰიმნი ჰქონდა). მეორე სტროფი არასდროს ყოფილა verboten (აკრძალული), მაგრამ პოპულარულიც არ ყოფილა მასში ნახსენები “ღვინოს, ქალების და სიმღერის” გამო (ანუ, ქართულად რომ ვთქვათ “ღვინოს, დუდუკის და ქალების” გამო 😀
| *მეოთხე სტროფი ალბერტ მატთაიმ დაწერა რურის რეგიონის ფრანგების მიერ ოკუპაციის პერიოდში 1923 წელს. იგი თანამედროვე ჰიმნის შემადგენელი ნაწილი არაა. 1952 წლის შემდეგ მხოლოდ მესამე სტროფი (“Einigkeit und Recht und Freiheit”) არის ოფიციალური ჰიმნი. |
Deutschlandlied (სრული ვერსია, სიტყვებითურთ) – მოსასმენად დააწკაპუნეთ ჩართვის ღილაკზე.
[sc_embed_player fileurl=”https://ilearn.ge/germanuli/wp-content/uploads/2018/01/Deutschlandlied_Deutschlandlied.mp3″ autoplay=””]
| Das Lied der Deutschen | გერმანელთა სიმღერა |
| გერმანული ტექსტი | სიტყვასიტყვითი თარგმანი |
| [1] | |
| Deutschland, Deutschland über alles, | გერმანია, გერმანია ყველაფერზე მაღლა, |
| Über alles in der Welt, | ყველაფერზე მაღლა მსოფლიოში, |
| Wenn es stets zu Schutz und Trutze | როცა ყოველთვის თავდაცვისა და მოგერიებისათვის |
| Brüderlich zusammenhält, | ჩვენ ძმებივით ერთად ვდგებით, |
| Von der Maas bis an die Memel, | მაასიდან მემელამდე, |
| Von der Etsch bis an den Belt – | ეჩიდან ბელტიმდე – |
| Deutschland, Deutschland über alles, | გერმანია, გერმანია ყველაფერზე მაღლა, |
| Über alles in der Welt. | ყველაფერზე მაღლა მსოფლიოში. |
| [2] | |
| Deutsche Frauen, deutsche Treue, | გერმანელი ქალები, გერმანული ერთგულება, |
| Deutscher Wein und deutscher Sang | გერმანული ღვინო და გერმანული სიმღერა, |
| Sollen in der Welt behalten | დაე, შეინარჩუნონ მათ მსოფლიოში |
| Ihren alten schönen Klang, | მათი ძველი ლამაზი ჟღერა, |
| Uns zu edler Tat begeistern | რათა შთაგვაგონონ დიადი საქმეები |
| Unser ganzes Leben lang. | მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. |
| Deutsche Frauen, deutsche Treue, | გერმანელი ქალები, გერმანული ერთგულება, |
| Deutscher Wein und deutscher Sang | გერმანული ღვინო და გერმანული სიმღერა. |
| [3] – მხოლოდ ეს სტროფია ჰიმნი | |
| Einigkeit und Recht und Freiheit | ერთობა და სამართალი და თავისუფლება |
| für das deutsche Vaterland! | გერმანული მამულისთვის! |
| Danach lasst uns alle streben | მოდით, ყველამ ვისწრაფოთ ამისკენ |
| Brüderlich mit Herz und Hand! | ძმურად, გულით და ხელით! |
| Einigkeit und Recht und Freiheit | ერთობა და სამართალი და თავისუფლება |
| Sind des Glückes Unterpfand; | საფუძველია ბედნიერებისა; |
| Blüh’ im Glanze dieses Glückes, | აყვავდი ბედნიერების ამ ნათებაში, |
| Blühe, deutsches Vaterland. | აყვავდი, გერმანულო მამულო. |
| [4] | |
| Deutschland, Deutschland über alles,* | გერმანია, გერმანია ყველაფერზე მაღლა,* |
| Und im Unglück nun erst recht. | და უბედურების ჟამს უფრო მეტად. |
| Nur im Unglück kann die Liebe | მხოლოდ უბედურების ჟამს შეიძლება სიყვარული |
| Zeigen, ob sie stark und echt. | გამოჩნდეს, ძლიერი და ნამდვილი თუ არის. |
| Und so soll es weiterklingen | და ასე უნდა ჟღერდეს |
| Von Geschlechte zu Geschlecht: | თაობიდან თაობაში: |
| Deutschland, Deutschland über alles, | გერმანია, გერმანია ყველაფერზე მაღლა, |
| Und im Unglück nun erst recht. | და უბედურების ჟამს უფრო მეტად. |
გერმანიის ეროვნული ჰიმნი – მოუსმინეთ მელოდიას (მხოლოდ საორკესტრო ვერსია):
[sc_embed_player_template1 fileurl=”https://ilearn.ge/germanuli/wp-content/uploads/2018/01/Deutsche_Hymne.mp3″ autoplay=””]
მოუსმინეთ YouTube ვერსიას, სადაც ვიდეოს გერმანული ტექსტი ახლავს:
ან გაეცანით ზვიად ჩხენკელის თარგმანს. ვიდეოს თან ახლავს ქართული სუბტიტრები:
გერმანიის ეროვნული ჰიმნი – სასარგებლო სიტყვები:
das Lied -(e)s, -er სიმღერა; მელოდია
die Welt =, -en 1. მსოფლიო, სამყარო 2. კაცობრიობა, დედამიწა
stets მუდამ, მუდმივად, ყოველთვის
der Schutz -es 1. დაცვა (vor D, gegen A ვინმესგან, რამისგან) 2. მფარველობა 3. თავშესაფარი
der Trutz -es: zu Schutz und Trutz პოეტ. თავდაცვისა და მოგერიებისათვის
brüderlich I. a ძმური II. adv ძმურად
zusammenhalten 1. ერთად ყოფნა, ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა 2. დაუშლელობა
die Treue = ერთგულება, თავდადება
der Wein -(e)s, e 1. ღვინო 2. ყურძენი
der Sang -(e)s, Sänge სიმღერა, ჰანგი
behalten 1. დატოვება; შენახვა; შენარჩუნება 2. დამახსოვრება; დახსომება
der Klang -(e)s, Klänge ჟღერა; ტონი, ბგერა
edel 1. კეთილშობილი, დიდგვაროვანი 2. ძვირფასი, პატიოსანი (ქვა…)
die Tat =, -en საქმე, მოქმედება, საქციელი
begeistern I. აღფრთოვანება, აღტაცება; შთაგონება II. sich begeistern (für A) გატაცება (რამით)
ganz სულ, მთელი; უვნებელი; სავსე
das Leben -s,= ცხოვრება, სიცოცხლე; არსებობა
lang(e) განმავლობაში
die Einigkeit = 1. გაერთიანება, ერთიანობა 2. ერთსულოვნება, თანხმობა
das Recht -(e)s, e უფლება; კანონი, სამართალი
die Freiheit =,-en თავისუფლება
das Vaterland -(e)s, -länder მამული, სამშობლო
streben (nach D) სწრაფვა, ლტოლვა (რამისკენ)
das Herz -ens,-en გული
die Hand =, Hände ხელი
das Glück -(e)s ბედნიერება
das Unterpfand -(e)s, -pfände გარანტია; საწინდარი
blühen აყვავება, აყვავილება
der Glanz -es,-e ბრწყინვა, ბზინვა, ლივლივი
👆 ისწავლეთ ეს სიტყვები და ტექსტის გაგება უფრო გაგიმარტივდებათ. შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ტექსტის თქვენეული, პოეტური თარგმანიც. როგორც ხედავთ, გერმანიის ჰიმნს იოლი გზა არ გაუვლია 🇩🇪
სწავლა უფრო სახალისო რომ გახდეს, გამოიყენეთ ეს აპლიკაცია:
🤔 პრობლემას თუ წააწყდით, ან შთაბეჭდილების და აზრის გაზიარება გსურთ, დატოვეთ კომენტარი. ამ გაკვეთილში გერმანიის ეროვნული ჰიმნი ისწავლეთ და საკუთარ თავს შეგიძლიათ საჩუქარიც გაუკეთოთ 🏖️