პოპულარული გერმანული საახალწლო სიმღერა “O Tannenbaum” 1500-იან წლებში შეიქმნა. ხალხური სიმღერა მრავალჯერ გადაწერეს საუკუნეების განმავლობაში. სიმღერის გრძელი ისტორია დეტალური არ არის, მაგრამ საინტერესოა. ამ სტატიაში ნახავთ, თუ რას ნიშნავს ეს სიმღერა სიტყვასიტყვით ქართულად და განსხვავებულ ვერსიებსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ.
“O Tannenbaum”-ის ისტორია
“Tannenbaum” გერმანულად ნაძვის ხეს (die Tanne) ან საშობაო ხეს (der Weihnachtsbaum) ნიშნავს.
ამ სიმღერის პირველი ჩანაწერი 1550 წლით თარიღდება. მისი მსგავსი სიმღერა 1615 წელს შექმნა მელჰიორ ფრანკმა და ასეთი სახე აქვს:
“Ach Tannebaum, ach Tannebaum, du bist ein edler Zweig! Du grünest uns den Winter, die lieben Sommerzeit.”
უხეში თარგმანია: “ო ნაძვის ხეო, ო ნაძვის ხეო, კეთილშობილო რტოო! ზამთარში გვეგებები ზაფხულის ძვირფასო დროო.”
1800-იან წლებში გერმანელმა მოძღვარმა და ხალხური სიმღერების შემგროვებელმა იოახიმ ცარნაკმა (1777 – 1827) ამ ხალხური სიმღერის შთაგონებით დაწერა საკუთარი სიმღერა. მის ვერსიაში გვხვდება ხის “ერთგული” ფოთლები, რაც კონტრასტშია მოღალატე შეყვარებულზე დაწერილ სევდიან მელოდიასთან.
სიმღერის ყველაზე ცნობილი ვერსია 1824 წელს დაწერა ერნსტ გებჰარდ სოლომონ ანშუცმა (1780 – 1861). ეს პიროვნება ცნობილი ლაიფციგელი მასწავლებელი, პოეტი და კომპოზიტორია.
მისი სიმღერა კონკრეტულად ორნამენტებით გაწყობილ საახალწლო ხეს არ უკავშირდება. იგი გვიმღერის ნაძვის მწვანე ხეზე, როგორც წლის ამ დროის სიმბოლოზე. ანშუცმა სიმღერაში დატოვა მინიშნება ერთგულ ხეზე, რაც უკავშირდება მოღალატე შეყვარებულს, რომელზეც ცარნაკი მღეროდა.
ამ ძველ სიმღერას ახლა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მღერიან და იგი პოპულარული საშობაო და საახალწლო სიმღერაა სხვა ბევრ ქვეყანაში. აშშ-ში ამ სიმღერის მელოდია ისესხეს და იგი ოთხი შტატის (აიოვა, მიჩიგანი, მერილენდი და ნიუ ჯერსი) სიმღერად იქცა.
ტექსტი და თარგმანი დაგეხმარებათ ისწავლოთ ეს სიმღერა
ქვემოთ მოცემული ქართული თარგმანი სიტყვასიტყვითია და პოეტური არ არის. ამას გარდა, სიმღერის უამრავი ვერსია არსებობს დღესდღეობით და ზოგან, მაგალითად, სიტყვა treu-ის (ერთგული, ნამდვილი) ნაცვლად გვხვდება grün (მწვანე).
O Tannenbaum |
ო, ნაძვის ხეო
|
|
O Tannenbaum, o Tannenbaum, O Tannenbaum, o Tannenbaum, O Tannenbaum, o Tannenbaum, |
ო, ნაძვის ხეო, ო, ნაძვის ხეო, ო, ნაძვის ხეო, ო, ნაძვის ხეო, ო, ნაძვის ხეო, ო, ნაძვის ხეო, |
ქვემოთ შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ სიმღერის სამ ვერსიას.
პირველი, ესაა ცნობილი ბერძენი მომღერლის ნანა მუსკურის შესრულებით:
მეორე, ესაა საბავშვო ვერსია და თან ტექსტიც ახლავს:
მესამე, ესაა უფრო მძიმე ვერსია 🙂 ტექსტი იგივეა.
საინტერესოა, თქვენ რომელი ვერსია მოგეწონათ, ან ტექსტის პოეტურ თარგმანს ხომ ვერ შემოგვთავაზებთ?
P.S. მნიშვნელოვანი სიტყვები:
der Tannenbaum / die Tannenbäume – საახალწლო / საშობაო ხე
treu – ერთგული
das Blatt / die Blätter – ფოთოლი, წიწვი
grünen / grünte / gegrünt – გამწვანება
schneien / schneite / geschneit – (უპირო ზმნა) es schneit – თოვს
erfreuen / erfreute / erfreut – გახარება
das Kleid / die Kleider – კაბა, სამოსი
lehren / lehrte / gelehrt – სწავლება
die Hoffnung / die Hoffnungen – იმედი
die Beständigkeit / die Beständigkeiten – გამძლეობა, სტაბილურობა
der Mut – სიმამაცე, ვაჟკაცობა
die Kraft / die Kräfte – ძალა