გერმანული ოფიციალური დოკუმენტების გაგზავნის და იმ ადამიანებთან ურთიერთობის გარდა, რომლებსაც ინტერნეტი შეიძლება არ ჰქონდეთ, წერითი კომუნიკაციისთვის ხალხის უმეტესობა ელექტრონულ ფოსტას იყენებს. ამის გათვალისწინებით, ეს სტატია შეიძლება გამოიყენოთ ტრადიციული წერილების, საფოსტო ბარათების ან ელ-წერილების შესადგენად და გასაგზავნად.

გერმანულად, ისევე როგორც ქართულად წერილის გაგზავნის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმის განსაზღვრაა, წერილი ფორმალური უნდა იყოს, თუ ფამილარული.

გერმანულში უფრო მეტ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალური წერილი, ვიდრე ქართულში. ამ წესების გაუთვალისწინებლობით თქვენ რისკავთ – ადრესატს შეიძლება უხეში ან თავხედი მოეჩვენოთ. ასე რომ, წერილის შედგენისას შემდეგ ნიუანსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მისალმება

სტანდარტული მისალმების ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმები შეიძლება გამოიყენოთ საქმიანი მიმოწერისთვის ან ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისთვის, როცა თავაზიანად მიმართავთ (Sie).

  • ფორმალური:

    Sehr geehrter Herr….,
    Sehr geehrte Frau…,
    Sehr geehrte Damen und Herren,

    თუ წერთ პიროვნებას, რომელსაც გააჩნია პროფესიული წოდება, როგორიცაა დოქტორი ან იურისტი, მაშინ მისალმებაში უნდა მიუთითოთ ეს:
    Sehr geehrte Frau Rechtsanwältin Neubauer
    Sehr geehrter Herr Doktor Schmidt

  • ფამილარული:

    Lieber…., (ეს სიტყვა ქართული “ძვირფასო”-ს ეკვივალენტურია და მამრობითი სქესის ახლო ნათესავებს და მეგობრებს მიმართავენ ასე)
    Liebe……., (იგივე გამოყენება აქვს, როგორც ზემოთ მოცემულ სიტყვას, ოღონდ ქალებისთვის)

    გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა, რომელიც მისალმებას მოსდევს პატარა ასოთი იწყება:
    Liebe Maria, ich bin so froh…

    შენიშვნა: თანამედროვე გზა მისალმების დასამთავრებლად არის მძიმე, თუმცა შეიძლება შეგხვდეთ ძველმოდური, კომპიუტერამდელი/ელ-ფოსტამდელი გზაც, რაც მისალმების შემდეგ ძახილის ნიშნის დასმას გულისხმობს: Liebe Maria!

პირის ნაცვალსახელები

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შესაფერისი პირის ნაცვალსახელი შეარჩიოთ. ასე თუ არ მოიქცევით თქვენმა მიმართვამ შეიძლება ზრდილობის ნორმები დაარღვიოს. გერმანულად, ისევე როგორც ეს ქართულშია, ფორმალური მიმართვისას უნდა გამოიყენოთ თქვენობითი ფორმა – Sie და აუცილებლად მთავრული ასოთი დაწეროთ S ყოველთვის (ამ სიტყვის ფორმებია ასევე Ihr და Ihnen). სხვა შემთხვევაში, თუ პიროვნება ახლო მეგობარი ან ნათესავია, შეგიძლიათ შენობითი ფორმით მიმართოთ და გამოიყენოთ ნაცვალსახელი du.

წერილის ტექსტი

წერილის ტექსტში შეიძლება გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ფრაზები. ეს ფრაზები შეიძლება გამოგადგეთ წერილის შედგენისას:

  • Ich weiß, dass ich schon lange nicht geschrieben habe… – ვიცი, რომ დიდი ხანია არ მომიწერია
  • Ich war so beschäftigt in letzter Zeit,… – ისეთი დაკავებული ვიყავი ბოლო დროს
  • Vielen Dank für deinen Brief. Ich habe mich sehr darüber gefreut. – დიდი მადლობა შენი წერილისთვის. ძალიან გამიხარდა მისი მიღება.
  • Ich hoffe, dass Sie einen herrlichen Sommer verbracht haben. – იმედი მაქვს, საუცხოო ზაფხული გქონდათ.
    Ich hoffe, dass du einen herrlichen Sommer verbrachst hast. – იმედი მაქვს, საუცხოო ზაფხული გქონდა.
  • Ich hoffe, dass du dich besser fühlst. – იმედი მაქვს, თავს უკეთ გრძნობ.
    Ich hoffe, dass Sie sich besser fühlen. – იმედი მაქვს, თავს უკეთ გრძნობთ.
  • Mein Freund hat mir deine/Ihre E-mail Adresse gegeben. – ჩემმა მეგობარმა მომცა შენი/თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.
  • Ich würde gerne wissen… – მინდა გავიგო
  • Es freut mich sehr zu hören, dass… – ძალიან მიხარია იმის მოსმენა, რომ….
  • Vielen Dank für deine/Ihre schnelle Rückantwort. – ძალიან დიდი მადლობა შენი/თქვენი სწრაფი პასუხისთვის.

წერილის დასრულება

გამოსამშვიდობებელი გამოთქმის შემდეგ მძიმე არ იწერება გერმანულში.

Gruß Helga

ქართულის მსგავსად, თქვენს სახელს წინ შეიძლება დაურთოთ კუთვნილებითი ნაცვალსახელი:

Gruß
Dein Uwe

შეიძლება გამოიყენოთ:
Dein(e) -> თუ ახლოს იცნობთ პიროვნებას. Deine – თუ ქალი ხართ.
Ihr(e) -> თუ ფორმალური ურთიერთობა გაქვთ პიროვნებასთან. Ihre – თუ ქალი ხართ.

გამოსამშვიდობებელი გამოთქმების მაგალითებია:

ფამილარული:

Grüße aus… (აქ წერთ ქალაქს, საიდანაც ხართ )
Viele Grüße
Liebe Grüße
Viele Grüße und Küsse
Alles Liebe
Ciau (ელ-ფოსტისთვის და ბარათებისთვის)
Mach’s gut (ელ-ფოსტისთვის და ბარათებისთვის)

ფორმალური:

Mit besten Grüßen
Mit herzlichen Grüßen
Freundliche Grüße
Mit freundlichem Gruß

რჩევა: თავი შეიკავეთ, დაწეროთ Hochachtungsvoll ან მისი რომელიმე ფორმა – იგი ძალიან ძველმოდურად და არაბუნებრივად ჟღერს.

ჟარგონი

ზოგს მოსწონს იგი, ზოგი ვერ იტანს. რაც არ უნდა იყოს, ელ-ფოსტის ჟარგონი არ გაქრება და მისი ცოდნა შეიძლება გამოგადგეთ. ქვემოთ მოცემულია ყველაზე პოპულარული მაგალითები.

  • mfg – Mit freundlichen Grüßen
  • vg – Viele Grüße
  • ld – Lieb’ Dich
  • lg – Liebe Grüße
  • gn8 – Gute Nacht
  • hdl – Hab dich lieb

კონვერტზე

ყველა სახელი, იქნება ეს პიროვნების თუ ბიზნესის, აკუზატივის ბრუნვაში უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ  “An…” მიმართვის წინდებულს იყენებთ ან იგი იგულისხმება თავისთავად:

  • An Frau/Herr…
  • Frau/Herrn…
  • An die Firma (კომპანია)…

შეცდომა აღმოაჩინეთ? მონიშნეთ ტექსტი და დააწკაპუნეთ კლავიშების შემდეგ კომბინაციას: Ctrl+Enter. გმადლობთ, რომ გულისყურით ადევნებთ თვალს ჩვენს საიტს.

გაზიარება.

ავტორის შესახებ

ეს ადამიანი არის იმ ბლოგის ავტორი და რედაქტორი, რომელზეც ახლა იმყოფებით. გიორგის ასევე სჯერა, რომ შორეულ მომავალში ადამიანის შთამომავლები ენის გარეშე შეძლებენ კომუნიკაციას.

დატოვეთ პასუხი

Spelling error report

The following text will be sent to our editors: