გერმანული ზმნები HABEN და SEIN

გერმანული ზმნები ამ ზმნების გარეშე წარმოუდგენელია. ესენია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული ზმნა: Haben (ქონა/ყოლა) და Sein (ყოფნა). როგორც ყველა ევროპულ ენაში, “ყოფნა” (sein) ერთ-ერთი ყველაზე ძველი ზმნაა და შესაბამისად ყველაზე არაწესიერი. “ქონა/ყოლა” (haben) ოდნავ ნაკლებად არაწესიერია, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია გერმანული ენის გასაგებად.

გერმანული ზმნები: Haben

დავიწყოთ Haben-ით. დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ცხრილს, სადაც ნაჩვენებია Haben-ის უღლება და მაგალითები აწმყო დროში.

Haben ასევე ხშირად გამოიყენება გერმანულ გამოთქმებში. ქართულად ეს გამოთქმები სულ სხვა ზმნით შეიძლება ითარგმნოს, მაგალითად:

Ich habe Hunger. (მშია.)  

haben – ქონა/ყოლა
Deutsch ქართული წინადადებების ნიმუშები
მხოლობითი რიცხვი
ich habe მე მაქვს Ich habe einen roten Wagen. (წითელი მანქანა მყავს.)
du hast შენ გაქვს Du hast mein Buch. (შენ გაქვს ჩემი წიგნი.)
er hat მას აქვს (მამრ.) Er hat ein blaues Auge. (ცისფერი თვალი აქვს.)
sie hat მას აქვს (მდედრ.) Sie hat blaue Augen. (ცისფერი თვალები აქვს.)
es hat მას აქვს (საშ.) Es hat keine Fehler. (ნაკლი არ აქვს.)
მრავლობითი რიცხვი
wir haben ჩვენ გვაქვს Wir haben keine Zeit. (დრო არ გვაქვს.)
ihr habt თქვენ გაქვთ Habt ihr euer Geld? (ყველას გაქვთ ფული?)
sie haben მათ აქვთ Sie haben kein Geld. (მათ არ აქვთ ფული.)
Sie haben თქვენ გაქვთ (თავაზიანი მიმართვა) Haben Sie das Geld? (გაქვთ ფული?) შენიშვნა: Sie ზრდილობიანი, “თქვენობითი” მიმართვის ფორმაა და ქართული ზრდილობიანი მიმართვის მსგავსად გამოიყენება.
 

გერმანული ზმნები: ყოფნა, არყოფნა… (SEIN ODERN NICHT SEIN)

დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილს, სადაც მოცემულია sein-ის უღლება აწმყო დროში.

sein – ყოფნა
Deutsch ქართული წინადადებების ნიმუშები
Singular
ich bin მე ვარ Ich bin es. (ეს მე ვარ.)
du bist შენ ხარ Du bist mein Schatz. (ჩემი განძი ხარ.)
er ist ის არის (მამრ.) Er ist ein netter Kerl. (ის კარგი ბიჭია.)
sie ist ის არის (მდედრ.) Ist sie da? (აქ არის იგი?)
es ist ის არის (საშ.) Es ist mein Buch. (ეს ჩემი წიგნია.)
Plural
wir sind ჩვენ ვართ Wir sind das Volk. (ჩვენ ვართ ხალხი.) შენიშვნა: ეს იყო ლაიფციგში გამართული დემონსტრაციების სლოგანი 1989 წელს.
ihr seid თქვენ ხართ Seid ihr unsere Freunde? (თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ?)
sie sind ისინი არიან Sie sind unsere Freunde. (ისინი ჩვენი მეგობრები არიან.)
Sie sind თქვენ ბრძანდებით Sind Sie Herr Meier? (თქვენ ბატონი მაიერი ბრძანდებით?) შენიშვნა: Sie თავაზიანი, “თქვენობითი” მიმართვის ფორმაა და ქართული თავაზიანი მიმართვის მსგავსად გამოიყენება.
 

გიჭირთ, თუ არა ამ ზმნების დამახსოვრება ან გამოყენება და თუ კი, მაშინ რომელ კონკრეტულ სიტუაციაში აწყდებით სირთულეს?

Leave a Comment