Colonia Dignidad აღწერს გერმანელი ჟურნალისტის ბედს ჩილეში. დანიელი საიდუმლო პოლიციამ მოიტაცა და აუტანელი წამების შემდეგ კოლონია დიგნიდადში გაამწესა – ესაა უზარმაზარი დასახლება, რომელიც თავს საქველმოქმედო საზოგადოებად ასაღებს. სინამდვილეში კოლონია დიგნიდადი ნაცისტების – მესამე რაიხიდან გამოქცეულების ბუდეა. კოლონიას ხელმძღვანელობს ვერმახტის ყოფილი ოფიცერი, ეშმაკეული მქადაგებელი პაულ შეფერი, რომელიც სამწყსოს ხორცის მოკვდინების და დილიდან საღამომდე უფასო შრომის სარგებელს ასწავლის. დიგნიდადში მოხვედრა იოლია, უკან დასაბრუნებელი გზა კი – მოჭრილი. აქ დანიელს მონად და არაადამიანური ექსპერიმენტების მასალად გადაქცევა ელის.
თუმცა, სიყვარულის გამო საგმირო საქმეებს არა მარტო კაცები ასრულებენ. დანიელის გოგონა (მის როლს თამაშობს ემა უოტსონი), გაბედული სტიუარდესა ლენა მის გადარჩენას გადაწყვეტს. თვითონ, დამოუკიდებლად. სიყვარულის გულისთვის ის ყველაფრისთვის მზადაა. საკუთარი ნებით, მორჩილის სახით, ლენა ამ საშინელ ადგილას მიემგზავრება…
შენიშვნა: ფილმს თან ახლავს გერმანული სუბტიტრები, თუმცა ალაგ-ალაგ იგი ზუსტად არ ემთხვევა საუბარს. აზრის გაგება მაინც არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგანაც განსხვავებები უმნიშვნელოა.
ქართულად ფილმი დევს adjaranet-ზე და მისი სახელია “კოლონია/Colonia”.
P.S. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი გერმანული ფილმების სახელები დატოვოთ კომენტარებში. ჩვენ მოვიძიებთ სუბტიტრებს და ფილმს განვათავსებთ საიტზე.
ვიდეოს მთელ ეკრანზე გასაშლელად დააწკაპეთ ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულ წყვეტილ ოთხკუთხედს (Full Screen).