[sc_embed_player_template1 fileurl=”https://ilearn.ge/germanuli/wp-content/uploads/simgerebi/nena 99 luftballons.mp3″ autoplay=”false”]
შეიძლება უკვე გსმენიათ კიდეც ამ სიმღერის შესახებ. ნენამ იგი 1983 წელს ჩაწერა და მალევე სიმღერამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ნენას სხვა სიმღერებიც პოპულარულია, “99 Luftballons” მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს.
ვინ არის ნენა?
გერმანელ პოპ-მომღერალი, ნენა ფართო საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით “99 Luftballons” (1983). მომდევნო წელს გამოვიდა სიმღერის ინგლისური ვერსია, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა.
სიმღერის გაჰიტების შემდეგ ნენას კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა, განსაკუთრებით არაგერმანულენოვან ქვეყნებში.
2005 წელს მომღერალმა გამოუშვა ახალი ალბომი, რომელმაც იგი ყურადღების ცენტრში დააბრუნა. რამდენიმე სიმღერა ალბომიდან “willst du mit mir gehn” (წამოხვალ ჩემთან ერთად) გერმანულ ჩარტებშიც მოხვდა.
“99 Luftballons” ტექსტი
ტექსტი: კარლო კარგესი
მუსიკა: ჯ.უ. ფარენკროგ-პეტერსენი
| გერმანული ტექსტი და პირდაპირი თარგმანი (გ. ჩხეიძის მიერ) |
|---|
| Hast du etwas Zeit für mich Dann singe ich ein Lied für dich Von 99 Luftballons Auf ihrem Weg zum Horizont Denkst du vielleicht g’rad an mich Dann singe ich ein Lied für dich Von 99 Luftballons Und dass so was von so was kommt. ჩემთვის დრო თუ გაქვს, სიმღერას გიმღერებ 99 ბუშტზე, გზას რომ გაჰყოლიან ჰორიზონტისკენ. თუ ახლა შესაძლოა, რომ ჩემზე ფიქრობ, მაშინ სიმღერას ვიმღერებ შენთვის 99 ბუშტზე და რომ ასეთი რაღაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა რაღაცამ. |
| 99 Luftballons Auf ihrem Weg zum Horizont Hielt man für Ufos aus dem All Darum schickte ein General ‘ne Fliegerstaffel hinterher Alarm zu geben, wenn es so wär Dabei war’n da am Horizont Nur 99 Luftballons. 99 ბუშტი ჰორიზონტისკენ მიმავალ გზაზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი ამო-ებია კოსმოსიდან. ამის გამო ერთმა გენერალმა გაგზავნა საბრძოლო ესკადრილია მათკენ, გაფრთხილება რომ მოეცა, ეს თუ სიმართლე იყო, მაგრამ ჰორიზონტზე იყო მხოლოდ 99 ბუშტი. |
| 99 Düsenflieger Jeder war ein großer Krieger Hielten sich für Captain Kirk Das gab ein großes Feuerwerk Die Nachbarn haben nichts gerafft Und fühlten sich gleich angemacht Dabei schoss man am Horizont Auf 99 Luftballons. 99 რეაქტიული თვითმფრინავი, ყოველი მათგანი დიდებული მებრძოლი იყო, კაპიტან კირკად მიიჩნევდნენ თავს. შემდეგ იყო დიდი ფოიერვერკი, მეზობლები ვერაფერს მიხვდნენ და იფიქრეს, რომ გამოიწვიეს, მაგრამ სინამდვილეში ჰორიზონტზე ესროდნენ 99 ბუშტს. |
| 99 Kriegsminister – Streichholz und Benzinkanister – Hielten sich für schlaue Leute Witterten schon fette Beute Riefen Krieg und wollten Macht Mann, wer hätte das gedacht Dass es einmal soweit kommt Wegen 99 Luftballons. 99 სამხედრო მინისტრი – ასანთები და ბენზინის კანისტრები – ფიქრობდნენ, რომ ჭკვიანები იყვნენ ყნოსვით გრძნობდნენ მსუყე ნადავლს. ყვიროდნენ “ომი!” და სურდათ ძალაუფლება. ღმერთო, ვინ იფიქრებდა, რომ ერთხელაც ასე შორს წავიდოდა საქმე 99 ბუშტის გამო. |
| 99 Jahre Krieg Ließen keinen Platz für Sieger Kriegsminister gibt’s nicht mehr Und auch keine Düsenflieger Heute zieh’ ich meine Runden Seh’ die Welt in Trümmern liegen Hab’ ‘nen Luftballon gefunden Denk’ an dich und lass’ ihn fliegen. ომის 99-მა წელმა გამარჯვებულისთვის ადგილი არ დატოვა. არ არიან სამხედრო მინისტრები, არც რეაქტიული თვითმფრინავები. დღეს წრეზე დავდივარ, ვხედავ მსოფლიოს, წევს ნანგრევებში, ბუშტი ვიპოვე შენზე ვფიქრობ და ვუშვებ საფრენად. |
Nena – 99 Luftbalons (ოფიციალური ვიდეოკლიპი)
კლიპი შეიქმნა გერმანულ-ფრანგული სატელევიზიო არხისთვის. ამიტომ, რამდენიმე სტროფი ფრანგულ ენაზეა.
სიმღერის სიუჟეტი
სიმღერის ტექსტი მიგვანიშნებს ცივ ომზე. გერმანიაში ატომური რაკეტები იყო განთავსებული. აქედან მომდინარეობს ატომური ომის შიში.
1982 წელს კარლო კარგესი ეწვია კონცერტს ბერლინში, სადაც უამრავი ბუშტი გაუშვეს ცაში და ამან იგი დააფიქრა: რა მოხდება, თუ ეს ბუშტები ბერლინის კედელს გადაცდება?
მოკლედ, ტექსტი ერთგვარად იმ ადამიანების პარანოიაზეა, რომლებსაც ეშინიათ, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაესხმება თავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოშორებით მყოფი ბუშტების ამოცნობა მაშინ შეუძლებელი იყო. ახლაც კი, მოშორებით თუ მცირე ზომის ობიექტებს შენიშნავენ (ტექსტში ნახსენებია “ამო” – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი), შესაძლოა რეაქტიული თვითმფრინავები გაუშვან და გაანეიტრალონ. ამასობაში მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება იფიქროს, რომ მათ დაესხნენ თავს და შესაბამის ზომებს მიმართოს. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვა, რომ ომი უბრალოდ ბუშტების გამო დაიწყო. როგორც სიმღერაშია ნათქვამი: “…ასეთი რამე შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა რამემ.”
სიმღერაში მოვლენები ასეც ვითარდება. ნენა მღერის 99 ბუშტზე, რომლებიც შეცდომით ამო-დ (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) მიიჩნიეს, რის გამოც ერთმა გენერალმა მათ წინააღმდეგ 99 მფრინავი-გამანადგურებელი გაგზავნა. მათგან თითოეული “კაპიტან კირკივით მამაცი მებრძოლია”. გამანადგურებლებმა დაცხრილეს ბუშტები. სხვა ქვეყნების სამხედრო მინისტრებმა, რომლებიც სიტუაციაში ვერ გარკვეულან, ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტეს. უბრალო ბუშტების გაშვება გამოიწვევს 99-წლიან სისხლისმღვრელ ომს, რომლიდანაც გამარჯვებული ვერავინ გამოვა. სიმღერის ბოლოს მთხრობელი ნანგრევებში დააბიჯებს და პოულობს ბუშტს.
Nena – 99 Luftbalons (ახალი ვერსია)
მოგვიანებით ნენამ ამ სიმღერის ალტერნატიული ვერსია ჩაწერა. ბევრს მოსწონს იგი, ბევრიც თავდაპირველ ვერსიას ამჯობინებს. ნახეთ კლიპი და თქვენ თვითონ შეაფასეთ:
ნენას მიერ შესრულებული პოპულარული სიმღერები
- Nur geträumt (1982)
- 99 Luftballons (1983)
- 99 Red Balloons (1984)
- willst du mit mir gehn (2005)
- lass mich (2005)
- und jetzt steh ich hier und warte (2005)
- liebe ist (2005)
- ich komm mit dir (2005)
- immer weiter (2005)
- ohne liebe bin ich nichts (2005)
- vitamine (2005)
- wir fliegen (2005)
- neues land (2005)
- der anfang (2005)