20 ყველაზე ხშირად გამოყენებული გერმანული ზმნა – უღლება და მაგალითები

ქვემოთ სიაში წარმოდგენილია ყველაზე ხშირად გამოყენებული 20 გერმანული ზმნა. გადახედეთ სიას და მაგალითებს და ეცადეთ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები.

ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნები
გამოყენების სიხშირის მიხედვით დალაგებული სია
პირველი 10 გერმანული ზმნა
ინფინიტივი უღლების ფორმები მაგალითები
1
sein

ყოფნა
ich bin მე ვარ
du bist შენ ხარ
er war ის იყო
er ist gewesen ის იყო/არის ნამყოფი
es wäre ის იქნებოდა
ბრძანებითი კილო:
Sei still! ჩუმად იყავი!
Seien Sie bitte so freundlich! ასეთი კეთილი თუ იქნებით!
სხვა:
Ich bin’s. ეს მე ვარ.
Wie wär’s mit einem Bier? რას იტყვი ლუდზე?
2
haben

ქონა/ყოლა
ich habe მე მაქვს
du hast შენ გაქვს
er hat მას აქვს
Sie haben gehabt თქვენ გქონდათ/გაქვთ ნაქონი
wir hätten ჩვენ გვექნებოდა
ბრძანებითი კილო:
Hab dich nicht so! ასე ნუ იქცევი!
სხვა:
Er hat keine Zeit. მას დრო არ აქვს.
Wenn ich nur das Geld hätte. ფული რომ მქონოდა.
3
werden

გახდომა
ასევე გამოიყენება მომავალი დროის და ვნებითი გვარის საწარმოებლად როგორც დამხმარე ზმნა.
ich werde მე ვხდები
du wirst შენ ხდები
er ist geworden ის გახდა/არის გამხდარი
es wurde ის გახდა
es würde… ის (გააკეთებდა, იზამდა) რამეს
ბრძანებითი კილო:
Werde! გახდი!
Werden Sie! გახდით!
სხვა:
Es wird dunkel. ბნელდება.
Sie wird uns schreiben. ის მოგვწერს. (მომავალი დრო)
Der Brief wurde geschrieben. წერილი იყო დაწერილი. (ვნებითი გვარი)
4
können

შეძლება
ich kann მე შემიძლია
du kannst შენ შეგიძლია
er konnte მას შეეძლო
Sie können თქვენ შეგიძლიათ
ბრძანებითი კილო:
არ აწარმოებს ბრძანებით კილოს.
სხვა:
Er kann Deutsch. მან იცის გერმანული.
5
müssen

უნდა
ich muss მე უნდა
du musst შენ უნდა
er muss მან უნდა
sie musste მას უნდა (წარსულში)
wir müssen ჩვენ უნდა
ბრძანებითი კილო:
არ აწარმოებს ბრძანებით კილოს.
სხვა:
Ich muss nicht. მე არ უნდა… / ჩემთვის არაა აუცილებელი…
Er muss nach Berlin. ის ბერლინში უნდა წავიდეს.
6
wollen

სურვილი, ნდომა
ich will მე მინდა
du willst შენ გინდა
er will მას უნდა
er wollte მას (კაცს) უნდოდა
sie hat gewollt მას (ქალს) უნდოდა (პერფექტით გამოხატულ წარსულ დროში)
ბრძანებითი კილო:
იშვიათად გვხვდება ბრძანებით კილოში.
სხვა:
Er will nichts trinken. მას არაფრის დალევა არ სურს.
Das habe ich nicht gewollt. მე არ მინდოდა ეს (ამის გაკეთება).
Wir wollen morgen abfahren. ჩვენ გვსურს ხვალ გამგზავრება.
7
mögen

მოწონება
ich mag მე მომწონს
ich möchte მე ვისურვებდი (მსურს)
du magst შენ მოგწონს
er mochte მას მოსწონდა
Sie mögen თქვენ მოგწონთ
ბრძანებითი კილო:
არ აწარმოებს ბრძანებით კილოს.
სხვა:
Er mag die Suppe. მას მოსწონს სუპი.
Was möchten Sie? რა გნებავთ?
8
wissen

ცოდნა
ich weiß მე ვიცი
du weißt შენ იცი
wir wissen ჩვენ ვიცით
er wusste მან იცოდა
ich habe gewusst მე ვიცოდი
ბრძანებითი კილო:
Wisse! იცოდე!
Wisste! იცოდეთ!
სხვა:
Er weiß es nicht. მან არ იცის იგი.
Wissen Sie, wann sie ankommen? იცით, როდის ჩამოდიან?
9
machen

კეთება
ich mache მე ვაკეთებ
du machst შენ აკეთებ
er macht ის აკეთებს
wir machten ჩვენ გავაკეთეთ
er hat gemacht მან გააკეთა/აქვს გაკეთებული
ich werde machen მე გავაკეთებ
ბრძანებითი კილო:
Machen Sie sich keine Gedanken! არ ინერვიულოთ მაგაზე!
სხვა:
Das macht nichts. სულ ერთია.
Was macht das? რამდენი გამოდის?
Was machen wir jetzt? ახლა რას ვშვებით?
10
sollen

ვალდებულება, შესაძლებლობა, ვარაუდი
ich soll მე უნდა
du sollst შენ უნდა
er soll მან უნდა
sie sollte მას უნდა (წარსული დრო)
wir sollen ჩვენ უნდა
ბრძანებითი კილო:
არ აწარმოებს ბრძანებით კილოს.
სხვა:
Ich sollte dort bleiben. იქ უნდა დავრჩენილიყავი.
Es soll schön sein. ლამაზი უნდა იყოს.
Was soll das? ეს რას უნდა ნიშნავდეს?
11-20 – დარჩენილი 10 გერმანული ზმნა +1
ინფინიტივი უღლების ფორმები მაგალითები
11
heißen
რქმევა
ich heiße მე მქვია
sie heißt მას ჰქვია
du heißt შენ გქვია
er hieß მას ჰქვია
er hat geheißen მას ერქვა
wir heißen ჩვენ გვქვია
Heißen Sie…? გქვია შენ…?
ბრძანებითი კილო:
არ აწარმოებს ბრძანებით კილოს.
სხვა:
Wie heißen Sie? რა გქვია? (გვარი)
Er heißt Braun. მას ჰქვია ბრაუნი.
Wie heißt du? რა გქვია?
Ich heiße Karl. ჩემი სახელია კარლი.
Was soll das heißen? ეს რას ნიშნავს? ამას რა უნდა დავარქვათ?
12
sagen
თქმა
ich sage მე ვამბობ
du sagst შენ ამბობ
er sagte მან თქვა
er hat gesagt მან თქვა/აქვს ნათქვამი
wir sagen ჩვენ ვამბობთ
sagen Sie? ამბობთ თქვენ?
ბრძანებითი კილო:
Sag das nicht! არ თქვა ეს!
Sagen Sie mir! მითხარი!
სხვა:
Er sagt, was er denkt. ის ამბობს, რასაც ფიქრობს.
Das sagt mir nichts. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს მე არაფერს მეუბნება.
Du hast nichts zu sagen. შენ არაფერი გეთქმის (ამ საკითხზე).
13
gehen

სვლა
ich gehe მე მივდივარ
du gehst შენ მიდიხარ
er geht ის მიდის
sie ist gegangen ის წავიდა/არის წასული (პერფექტით გამოხატული წარსული დრო)
er ging ის წავიდა (მარტივი წარსული დრო)
ბრძანებითი კილო:
Gehe! წადი! Geht! წადით!
Gehen Sie! წადით!
სხვა:
Das geht nicht. ეს არ წავა (არ გამოდგება).
Wie geht es Ihnen? როგორ ბრძანდებით?
Meine Uhr geht nach.
ჩემი საათი ჩამორჩენილია.
Sie geht zu Fuß
ის ფეხით მიდის.
14
sehen

ხედვა
ich sehe მე ვხედავ
du siehst შენ ხედავ
er sieht ის ხედავს
er hat gesehen მან დაინახა/აქვს დანახული (პერფექტი)
sie sah მან დაინახა
wir sahen we saw ჩვენ დავინახეთ
ბრძანებითი კილო:
Sehe! შეხედე!
Sehen Sie! შეხედეთ!
სხვა:
Sie sieht nicht gut. ის კარგად ვერ ხედავს.
Wo hast du ihn gesehen? სად ნახე იგი?
15
geben

მიცემა
ich gebe მე ვაძლევ
du gibst შენ აძლევ
er gab მან მისცა
Sie geben თქვენ აძლევთ
es gibt არის/არსებობს/იმყოფება
ბრძანებითი კილო:
Gebt! მიეცით! Gib! მიეცი!
Geben Sie! მიეცით!
სხვა:
Geben Sie mir den Bleistift! მომეცით ეგ ფანქარი!
Es gibt kein Geld. ფული არაა.
Ich gab ihr das Buch. მე მას მივეცი წიგნი.
Er hat mir das Geld gegeben. მან მე მომცა ფული.
16
kommen

მოსვლა
ich komme მე მოვდივარ
du kommst შენ მოდიხარ
er kam ის მოვიდა
sie ist gekommen ის მოვიდა/არის მოსული (პერფექტი)
ბრძანებითი კილო:
Komm! მოდი!
Kommt! მოდით!​
Kommen Sie! მოდით!
სხვა:
Ich komme nicht nach Hause. მე სახლში არ მოვდივარ.
Er ist nach Berlin gekommen. ის მოვიდა ბერლინში.
Woher kommt sie? საიდან არის?
Es kam ganz anders, als erwartet. სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
17
lassen

დატოვება, ნების დართვა
ich lasse მე ვტოვებ
du lässt შენ ტოვებ
er lässt ის ტოვებს
Sie haben gelassen შენ დატოვე (პერფექტი)
er ließ მან დატოვა (მარტივი წარსული)
ბრძანებითი კილო:
Lassen Sie das! შეწყვიტეთ! თავი გაანებეთ!
სხვა:
Er ließ sich keine Zeit. საკუთარ თავს დრო არ მიცა, იჩქარა.
Das lasse ich mir nicht gefallen. ამას არ შევურიგდები; ამას ვერ ავიტან.
Er lässt sich die Haare schneiden. ის თმას იჭრის.
18
finden

პოვნა
ich finde მე ვპოულობ
ich fand მე ვიპოვე
du findest შენ პოულობ
er fand მან იპოვა
Sie haben gefunden თქვენ იპოვეთ/გაქვთ ნაპოვნი
ბრძანებითი კილო:
Finde! იპოვე! Findet! იპოვეთ!​
Finden Sie! იპოვეთ!
სხვა:
Er fand die Suppe gut. მას მოეწონა სუპი.
Wir finden keinen Platz. ჩვენ ვერ ვპოულობთ ადგილს.
19
bleiben

დარჩენა
ich bleibe მე ვრჩები
du bleibst შენ რჩები
wir bleiben ჩვენ ვრჩებით
er blieb ის დარჩა (მარტივი წარსული)
ich bin geblieben მე დავრჩი/ვარ დარჩენილი (პერფექტი)
ბრძანებითი კილო:
Bleib! დარჩი!
Bleibt! დარჩით!
Bitte, bleiben Sie sitzen! გთხოვთ ისხედით!
სხვა:
Er bleibt in Köln. ის რჩება კიოლნში.
Alles blieb beim Alten. ყველაფერი იგივე დარჩა. არაფერი შეცვლილა.
Es bleibt dabei. შევთანხმდით. მოვრიგდით.
20
nehmen

აღება
ich nehme მე ვიღებ
du nimmst შენ იღებ
er nimmt ის იღებს
wir nehmen ჩვენ ვიღებთ
er hat genommen მან აიღო/აქვს აღებული (პერფექტი)
ich werde nehmen მე ავიღებ
ბრძანებითი კილო:
Nimm! აიღე! Nehmt! აიღეთ!
Nehmen Sie! აიღეთ!
Nehmen Sie Platz! დაბრძანდით!
სხვა:
Er nahm das Geld. მან აიღო ფული.
Sie nahm es auf sich, das zu machen. მან თავის თავზე აიღო ამის გაკეთება.
Wir haben den Tag freigenommen. ჩვენ ავიღეთ ერთი დღე.
21
bringen

მოტანა, მიტანა, მოყვანა, მიყვანა
ich bringe მე მომაქვს
du bringst შენ მოგაქვს
er brachte მან მოიტანა (მარტივი წარსული)
sie hat gebracht მან მოიტანა/აქვს მოტანილი (პერფექტი)
ბრძანებითი კილო:
Bring! მოიტანე! Bringt! მოიტანეთ!
Bringen Sie! მოიტანეთ!
სხვა:
Ich bringe Sie dorthin. მე შენ იქ წაგიყვან.
Er​ hat es weit gebracht. ის წარმატებულია. ის შორს წავიდა.
Was bringt das? ეს რას მოიტანს?
Das hat mich zum Lachen gebracht. ამან მე გამაცინა.

P.S. ალბათ შეამჩნიეთ, რომ სიაში 21 ზმნა არის. არა უშავს, ერთით ზედმეტი თუ გამოვიდა და შემოგესწავლათ 😉
[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]

გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და შექმენით საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციის გავლა ასევე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა სხვა მასალებზე, დააგროვოთ ქულები, გაწევრიანდეთ ჯგუფებში, აიღოთ კურსები, დასვათ შეკითხვები, შეასრულოთ ტესტები, მოხვდეთ ლიდერბორდში, გამოიწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და შექმნათ საკუთარი.

[kleo_login show=”login|lostpass” login_title=”საიტზე შესვლა” lostpass_title=”დაგავიწყდა პაროლი?” login_link=”#|url” lostpass_link=”#|url” register_url=”hide|url”]

1 thought on “20 ყველაზე ხშირად გამოყენებული გერმანული ზმნა – უღლება და მაგალითები”

Leave a Comment