ქართულად „სწავლობსო“ როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ადამიანი სწავლობს, კითხულობს, იმახსოვრებს და ფიქრობს ამა თუ იმ საგანზე. გერმანულ ენაში ასეთი მოქმედების გამოსახატავად იყენებენ ზმნას „lernen“.

  • Wir lernen Deutsch. — ჩვენ ვსწავლობთ გერმანულს. (ე.ი. როგორც ზოგად საგანს: აღებული გვაქვს კურსი ან ჩვენით დამოუკიდებლად ვსწავლობთ მას)
  • Ich lerne für die Prüfung. — გამოცდისთვის ვსწავლობ.

მეორე მხრივ, გერმანულ ზმნას „studieren“ უფრო შეზღუდული მნიშვნელობა აქვს და „უნივერსიტეტში სწავლას“, სტუდენტის მიერ რომელიმე კონკრეტული სპეციალობის „დაუფლებას“ ნიშნავს.

  • Karsten studiert an der Universität Frankfurt. — კარსტენი ფრანკფურტის უნივერსიტეტში სწავლობს (სტუდენტია).
  • Er studiert Chemie. — იგი ქიმიას სწავლობს (მისი სპეციალობა ქიმიაა).
  • Seine Schwester studiert in Dresden. — მისი და დრეზდენში სწავლობს (სტუდენტია).

ამ ორ სიტყვას შორის არსებული შინაარსობრივი განსხვავება კულტურულიცაა. გერმანულ საგანმანათლებლო სისტემაში სტუდენტებს ზოგადი განათლების კურსების გავლა არ მოეთხოვებათ და შეუძლიათ აკადემიური ხარისხი მიიღონ მთელი რიგი ზოგადი საგნების სწავლის გარეშე. მხოლოდ მათ სურვილზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა საგანს, რომელიც აუცილებელი მოთხოვნების სფეროს გარეთაა.

  • Karsten studiert Chemie. — კარსტენი სწავლობს ქიმიას (ქიმია კარსტენის სპეციალობაა).
  • Er lernt auch Spanisch. — იგი ესპანურსაც სწავლობს (ესპანურის კურსი აქვს აღებული).

„Studieren“ რაღაცის „დეტალურ განხილვასაც“ შეიძლება ნიშნავდეს.

  • Stuttgart studiert die Kosten des Projekts. — შტუტგარტი იკვლევს (დეტალურად განიხილავს, სწავლობს) პროექტის ხარჯებს.

შეცდომა აღმოაჩინეთ? მონიშნეთ ტექსტი და დააწკაპუნეთ კლავიშების შემდეგ კომბინაციას: Ctrl+Enter. გმადლობთ, რომ გულისყურით ადევნებთ თვალს ჩვენს საიტს.

გაზიარება.

ავტორის შესახებ

ეს ადამიანი არის იმ ბლოგის ავტორი და რედაქტორი, რომელზეც ახლა იმყოფებით. გიორგის ასევე სჯერა, რომ შორეულ მომავალში ადამიანის შთამომავლები ენის გარეშე შეძლებენ კომუნიკაციას.

კომენტარები დახურულია.

Spelling error report

The following text will be sent to our editors: