გერმანული ენის ცოდნის დონეს ევროპული ჩარჩოს მიხედვით ექვსი საფეხურით აფასებენ ძირითადად და ეს ალბათ იცით კიდეც. ბევრისთვის აღნიშნული საფეხურები დამაბნეველია და ამიტომ, შევეცადეთ მარტივად, გასაგებად და ამასთანავე სახალისოდ აგვეხსნა მათ შორის განსხვავებები.
👌 გერმანული ენა — А1 — ამაყად ამბობთ “Guten Tag!” და იცინით კეთილხმოვან შეკითხვაზე: “Wie alt bist du?”
👌 გერმანული ენა — А2 — გონებით უკვე შეურიგდით იმ ფაქტს, რომ საშუალო, საყოფაცხოვრებო თემატიკის გერმანული სიტყვა 18-დან 25-მდე ასოსგან შედგება და გესმით, რომ “Entschuldigung”-ს ვერსად გაექცევით.
👌 გერმანული ენა — В1 — მეტყველებაში გამოსაყენებელი თითქმის ყველა არაწესიერი ზმნა ისწავლეთ უკვე და ამით ამაყობთ!
👌 გერმანული ენა — В2 — მთელი თქვენი ცოდნა მოულოდნელად გაუთანაბრდა Konjunktiv 2-ს. მას იყენებთ ყველგან: სადაც საჭიროა და სადაც არაა საჭირო. თქვენი თავის თვითონ გიკვირთ: ეს რა ენით აღუწერლად თავაზიანი გახდით!
👌 გერმანული ენა — С1 — სხვებს ჰგონიათ, რომ ასიმილირებული ლიტველი, ჰოლანდიელი ან რუსი ემიგრანტი ხართ. ზოგჯერ ეჭვობენ კიდეც, საგარეო დაზვერვიდან არ იყოთ. თქვენ გარშემო მყოფი ძირძველი გერმანელები აღფრთოვანებას გამოხატავენ, ისეთი წარმოთქმა გაქვთ, რამაც ცოტათი შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც.
👌 გერმანული ენა — С2 — თქვენ იცით, რისი თქმა სურთ ჩინელებს, ესპანელებს და ირანელებს, როცა გერმანულად საუბრობენ ისეთი საშინელი აქცენტით რომ გერმანელებსაც კი არ ესმით მათი! ალბათ უკვე რომელიმე ფედერალური ან რეგიონული Netzwerk-ის წევრი ხართ. გერმანელებს მიგრანტად უკვე არ მიაჩნიხართ. ისინი თავისიანად მიგიჩნევენ გარეგნობის მიუხედავად. ახლა, როცა გეკითხებიან “Woher stammst du?”, იმის გაგება სურთ, თუ რომელი ფედერალური მიწის ტერიტორიაზე დაიბადეთ.
აბა, თქვენ რომელ დონეს მიეკუთვნებით ამ კლასიფიკაციის მიხედვით? დაემთხვა ოფიციალურ შედეგებს? დაწერეთ კომენტარებში 🙂