Als, Wenn, Wann – კავშირი გერმანულ ენაში +ტესტი

ვიწყებთ რთული წინადადებების განხილვას. ამ გაკვეთილში მიმოვიხილავთ კავშირებს, რომლებიც დროს ეხება. სახელდობრ, ეს კავშირებია “wenn”, “als” და “wann”. ასევე შევეცდებით წინადადებების აგებას.

თავიდან განვიხილოთ კავშირი ALS

Als-ის მნიშვნელობა არის “როცა” (იმ შემთხვევაში, თუ მოქმედება მხოლოდ ერთხელ შესრულდა წარსულში), მაგალითად:

Als ich kam, war er schon da.
როცა მოვედი, ის უკვე აქ იყო.

ამ შემთხვევაში “როცა მოვედი” ნიშნავს, რომ ეს ერთხელ მოხდა (მე მოვედი და დავინახე, რომ ის აქ იყო). ესე იგი, მოქმედება შესრულდა წარსულ დროში ერთხელ. ყურადღება მიაქციეთ სიტყვების წყობას: მეორე წინადადებაში ზმნა პირველ ადგილზეა, რადგანაც “als ich kam” — დამოკიდებული წინადადებაა, რომელიც წინადადების თავშია და შესაბამისად, სიტყვების წყობას ცვლის.

მეორე კავშირი, ესაა – WENN

Wenn — ასევე “როცა”-ს ნიშნავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედება სრულდება მრავალჯერ, არ აქვს მნიშვნელობა აწმყო, წარსულ თუ მომავალ დროში.

[perfectpullquote align=”full” bordertop=”false” cite=”” link=”” color=”#ffcc00″ class=”” size=””]ALS მხოლოდ წარსულ დროში გამოიყენება. მომავალ დროსთან და მრავალჯერად მოქმედებასთან ყოველთვის ვირჩევთ კავშირს – WENN.[/perfectpullquote]

(Immer) Wenn er nach Hause kam, war das Essen schon fertig.
ყოველთვის, როცა იგი სახლში მოდიოდა, საჭმელი უკვე მზად იყო.

მოქმედება ერთხელ კი არ შესრულებულა, არამედ ესაა მრავალჯერადი განმეორებადი მოქმედება. იგივე წესი მიესადაგება მომავალ დროს.

Wenn du groß wirst, (dann) verstehst du mich.
როცა გაიზრდები, (მაშინ) გამიგებ.

მოქმედება ერთჯერადია (შენ ერთხელ გაიზრდები), მაგრამ იგი მიმართულია მომავალ დროზე (wirst – იქნები). ამიტომ, აქაც გამოიყენება კავშირი “wenn”. ყურადღება გაამახვილეთ სიტყვების წყობაზე: მთავარ წინადადებაში მოქმედებს იგივე წესი: “war das Essen schon fertig”, “verstehst du mich” – ზმნა დგას თავში, ანუ დამოკიდებული წინადადების შემდეგ არის მძიმე და მის შემდეგ პირდაპირ ზმნა დგება პირველ ადგილზე.

განვიხილოთ კითხვითი სიტყვა WANN

ალბათ ეს სიტყვაც ნაცნობია თქვენთვის და მისი მნიშვნელობა ასევე “როცა” არის. Wann არის კითხვითი სიტყვა “როდის?” და იგი გამოიყენება კითხვით წინადადებებში.

Wann findest du eine neue Wohnung?
როდის იპოვი ახალ ოთახს?

ეს არის ჩვეულებრივი შეკითხვის მაგალითი, რომელიც შედგენილია კითხვითი სიტყვით “wann”.

იგი ასევე გამოიყენება დამოკიდებულ წინადადებებში, რომლებშიც დამოკიდებული წინადადება გამოხატავს შეკითხვას.

Ich weiß nicht, wann ich eine neue Wohnung finde.
არ ვიცი, როდის ვიპოვი ახალ ოთახს.

ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის შეკითხვა “როდის ვიპოვი ახალ ოთახს?” — ამიტომ, აქ უნდა გამოვიყენოთ “wann”.

ყურადღება მიაქციეთ სიტყვათა წყობას: როგორც წესი, ასეთი დამოკიდებული წინადადებები მთავარ წინადადებებს მოსდევს.

[WpProQuiz 1]

კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ შეკითხვები.

[kleo_divider type=”full|long|double|short” double=”yes|no” position=”center|left|right” text=”” class=”” id=””]

ლიდერბორდში მოსახვედრად გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და შექმენით საკუთარი პროფილი. რეგისტრაციის გავლა ასევე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა სხვა მასალებზე, გაწევრიანდეთ ჯგუფებში და აიღოთ კურსები.

[kleo_login show=”login|lostpass” login_title=”საიტზე შესვლა” lostpass_title=”დაგავიწყდა პაროლი?” login_link=”#|url” lostpass_link=”#|url” register_url=”hide|url”]

[WpProQuiz_toplist 1]