გერმანული მოდალური ზმნები წარსულ, აწმყო და მომავალ დროებში.

მოდალური ზმნები წინადადებაში შესრულებული მოქმედების ან მოცემული მდგომარეობის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს. გერმანულ ენაში მოდალური ზმნა ექვსია:

dürfen, (darf), durfte, gedurftნების დართვა, ნების ქონა (შეუძლია, ნება აქვს)
können, (kann), konnte, gekonntშეძლების ქონა (შეუძლია)
mögen, (mag), mochte, gemochtსურვილი, წადილი (სურს)
müssen, (muss), musste, gemusstაუცილებლობა (უნდა გააკეთოს რამე)
sollen, (soll), sollte, gesolltვალდებულება (ვალდებულია, უნდა)
wollen (will), wollte, gewolltსურვილი, განზრახვა (სურს)

როგორც წესი, მოდალურ ზმნებს თან ახლავს სხვა ზმნა, რომელიც მოქმედებას გამოხატავს. აწმყო და მარტივ წარსულ დროებში თანხმლები ზმნა საწყის ფორმაში, ინფინიტივში არის და წინადადების ბოლოს იკავებს ადგილს.

Der Zug soll um 10 Uhr hier sein.მატარებელი აქ 10 საათზე უნდა იყოს.
Wann müssen Sie morgen aufstehen?როდის უნდა ადგეთ ხვალ?
Carola durfte mit uns mitkommen.კაროლას შეეძლო (ნება დართეს) ჩვენთან ერთად წამოსულიყო.
Möchtest du das Lied hören?გსურს ამ სიმღერის მოსმენა?


მოდალური ზმნები მარტივ დროებში

მოდალური ზმნების აწმყო დრო

აწმყო დროში მოდალური ზმნების უღლება წესებს არ ემორჩილება. ექვსივე ზმნა ერთნაირად იუღლება და არაწესიერია: ich-, du- და er/sie/es-ფორმებში ფუძე იცვლება (გამონაკლისია sollen) და ich– და er/sie/es-ფორმებში პირის ჩვეულებრივი ნიშნები არაა წარმოდგენილი.

Möchten (სურვილი) mögen-ის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს. გერმანულ ენაში იგი ხშირად გვხვდება. ამ ზმნის უღლება შედარებით უფრო ემორჩილება წესებს, ვიდრე სხვა მოდალური ზმნები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ich– და er/sie/es-ფორმები ერთმანეთის მსგავსია. ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ: მოდალური ზმნების კავშირებითი კილო (მალე დაიდება საიტზე).

მოდალური ზმნების მარტივი წარსული დრო

მოდალური ზმნების უღლება მარტივ წარსულ დროში შერეული ან სუსტი ზმნების უღლების მსგავსია თითქმის. ინფინიტივში უმლაუტის მქონე ზმნები უმლაუტს კარგავს მარტივ წარსულ დროში უღლებისას.

მოდალური ზმნების გამოყენება: აწმყო და მარტივი წარსული დროები

როგორც წესი, მოდალურ ზმნებს სხვა ზმნებთან ერთად იყენებენ. აწმყო და მარტივ წარსულ დროებში მოდალური ზმნა იუღლება, ხოლო თანმხლები ზმნა საწყისი (ინფინიტივი) ფორმითაა წარმოდგენილი და წინადადების ბოლოში იკავებს ადგილს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში წინადადების დროს მოდალური ზმნა განსაზღვრავს.

Die Kinder wollen draußen spielen.ბავშვებს გარეთ თამაში უნდათ.
Die Kinder wollten draußen spielen.ბავშვებს გარეთ თამაში უნდოდათ.

Er darf die Sendung sehen.მას შეუძლია (ნებართვა აქვს) ფილმს უყუროს.
Er durfte die Sendung sehen.მას შეეძლო (ნება დართეს) ფილმისთვის ეყურებინა.

Wir können den Mann nicht verstehen. არ შეგვიძლია ამ კაცის გაგება.
Wir konnten den Mann nicht verstehen. — ვერ შევძელით ამ კაცის გაგება.

წინადადების ბოლოს შესაძლებელია ინფინიტივის გამოტოვება, თუ წინადადების აზრი მის გარეშე ნათელია. ჩვეულებრივ, ეს ხდება მაშინ, როცა ინფინიტივის ადგილას უნდა იყოს ზმნები: fahren, gehen, machen, haben, sprechen და tun. არ არის გამორიცხული, იგივე მოხდეს სხვა ზმნების შემთხვევაშიც.

Willst du ein Stück Kuchen haben? — გინდა ერთი ნაჭერი ნამცხვარი?
Willst du ein Stück Kuchen?გინდა ერთი ნაჭერი ნამცხვარი?

Ich musste früh ins Bett gehen. დასაძინებლად ადრე წასვლა მომიწია.
Ich musste früh ins Bett. — დასაძინებლად ადრე წასვლა მომიწია.

So was kann er nicht machen.მსგავსი რამის გაკეთება მას არ შეუძლია.
So was kann er nicht. — მსგავსი რამის გაკეთება მას არ შეუძლია.

მხოლოდ ზმნა mögen გვხვდება რეგულარულად ინფინიტივის გარეშე. Mögen გამოიყენება მაშინ, როცა ვინმეს რამე ან ვინმე მოსწონს და არა მაშინ, როცა რაღაცის კეთებაზეა საუბარი. ამიტომ, ის არ მოითხოვს მეორე ზმნას აზრის სრულყოფილად გამოსახატად. ზმნა mögen ყველაზე ხშირად თხრობით წინადადებებსა და კითხვით წინადადებებში გვხვდება.

Ich mochte den Film.ფილმი მომეწონა.
Magst du mich nicht mehr?უკვე არ მოგწონვარ?
Mögen Sie kein Fleisch?ხორცი არ მოგწონთ?


მოდალური ზმნები რთულ დროებში

სრული დროები

მოდალური ზმნების სრული დროები სხვა ზმნების სრული დროების მსგავსად იწარმოება — დამხმარე ზმნის (haben) და მოდალური ზმნის წარსული დროის მიმღეობის გამოყენებით — მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ზმნა არ ახლავს თან მოდალურ ზმნას.

აწმყო სრული დრო:

Ich habe die Schule gemocht.მე სკოლა მომწონდა.
Wir haben es so gewollt.ასე გვინდოდა.

წარსული სრული დრო:

Er hatte das Mädchen gemocht.მას გოგონა მოეწონა.

ორმაგი ინფინიტივის კონსტრუქცია და წარსული დროის მიმღეობა გამოიყენება, როცა მოდალურ ზმნას თან ახლავს სხვა ზმნა აწმყო სრულ დროში. სრული დროის დამხმარე ზმნა (haben) იუღლება და წინადადების სუბიექტს ეთანხმება, ხოლო მთავარი ზმნის საწყისი ფორმები (ინფინიტივი) და მოდალური ზმნა წინადადების ბოლოში იკავებს ერთად ადგილს.

აწმყო სრული დრო:

Habt ihr den Bus nehmen müssen? ავტობუსით მგზავრობა მოგიწიათ?
Er hat das Buch nicht lesen können.მან ვერ შეძლო წიგნის წაკითხვა.

წარსული სრული დრო:

Ich hatte das Museum besuchen wollen. — მე მსურდა ვსტუმრებოდი მუზეუმს.

ხშირად იყენებენ მოდალური ზმნების მარტივ წარსულ დროს იმისთვის, რომ ორმაგი ინფინიტივის კონსტრუქცია აიცილონ თავიდან აწმყო სრულ დროში. ეს წინადადების აზრს არ ცვლის.

მარტივი წარსული დრო:

Musstet ihr den Bus nehmen?ავტობუსით მგზავრობა მოგიწიათ?
Er konnte das Buch nicht lesen. — მან ვერ შეძლო წიგნის წაკითხვა.

ორმაგი ინფინიტივი ერთადერთი გამოსავალია, როცა მოდალურ ზმნას თან ახლავს სხვა ზმნა წარსულ სრულ დროში. ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ გვაქვს.

მომავალი დრო

ანალოგიურად, მოდალური ზმნის გამოყენებისას მომავალი დრო ორმაგი ინფინიტივის კონსტრუქციით იწყობა. მომავალი დროის დამხმარე ზმნა werden იუღლება, ხოლო მთავარი ზმნისა და მოდალური ზმნის საწყისი ფორმები (ინფინიტივი) წინადადების ბოლოს ერთად იკავებს ადგილს.

მომავალი დრო:

Werdet ihr den Bus nehmen müssen?ავტობუსით მგზავრობა მოგიწევთ?
Er wird das Buch nicht lesen können.ის ვერ შეძლებს წიგნის წაკითხვას.


ამავე თემაზე ნახეთ: მოდალური ზმნების განსაკუთრებული მნიშვნელობები.

ამავე თემაზე ნახეთ: კავშირებითი კილო (მალე დაემატება საიტს).

ასევე, გაეცანით დროებს გერმანულ ენაში.

შეცდომა აღმოაჩინეთ? მონიშნეთ ტექსტი და დააწკაპუნეთ კლავიშების შემდეგ კომბინაციას: Ctrl+Enter. გმადლობთ, რომ გულისყურით ადევნებთ თვალს ჩვენს საიტს.

გაზიარება.

ავტორის შესახებ

ეს ადამიანი არის იმ ბლოგის ავტორი და რედაქტორი, რომელზეც ახლა იმყოფებით. გიორგის ასევე სჯერა, რომ შორეულ მომავალში ადამიანის შთამომავლები ენის გარეშე შეძლებენ კომუნიკაციას.

კომენტარები დახურულია.

Spelling error report

The following text will be sent to our editors: